გარდა ამისა, ასევე მოქმედებს შემდეგი განმარტებები:

1. „შინაური ფრინველი” ნიშნავს შინაურ ქათამს, ინდაურს, ციცარს, იხვს, ბატს, მწყერს, მტრედს, გნოლს და უტროპო ფრინველებს (Ratitae), რომელთა გაზრდა ან მოშინაურება ხდება მოშენების, ადამიანის მიერ მოხმარების მიზნით ხორცის ან კვერცხის წარმოების, ან სანადირო ფრინველის რეპოპულაციის მიზნით;

2. „საინკუბაციო კვერცხი“ ნიშნავს შინაური ფრინველის კვერცხს რომელიც განკუთვნილია ინკუბაციისთვის;

3. „ერთი დღის ასაკის წიწილა“ ნიშნავს ყველა შინაურ ფრინველს, რომლის ასაკიც 72 საათზე ნაკლებია და რომელსაც ჯერ არ მიუღია საკვები; თუმცა მუსკუსის იხვებს (Cairina moschata) ან მათ ნაჯვარებს შესაძლოა საკვები მიღებული ჰქონდეთ;

4. „სანაშენე შინაური ფრინველი“ ნიშნავს 72 საათის ან მეტი ასაკის შინაურ ფრინველს, რომელიც განკუთვნილია საინკუბაციო კვერცხის წარმოებისთვის;

5. „მწარმოებლური შინაური ფრინველი“ ნიშნავს 72 საათის ან მეტი ასაკის შინაურ ფრინველს, რომელსაც ზრდიან ადამიანის მიერ მოხმარებისთვის განკუთვნილი ხორცის და/ან კვერცხის წარმოების (ან სანადირო ფრინველის რეპოპულაციის) მიზნით.

6. „საკლავი შინაური ფრინველი“ ნიშნავს ფრინველს, რომელიც მიყვანის შემდეგ იგზავნება პირდაპირ სასაკლაოზე შეძლებისდაგვარად სწრაფად, ან ნებისმიერ შემთხვევაში 72 საათის განმავლობაში დაკვლის მიზნით.

7. „გუნდი“ ნიშნავს ერთიდაიგივე ჯანმრთელობის მდგომარეობის მქონე ყველა შინაურ ფრინველს, რომლებიც განთავსებულია ერთსადაიმავე ობიექტზე ან შემოღობილ ადგილზე და ქმნის ერთ ეპიდემიოლოგიურ ერთეულს. დახურულ შენობაში მოთავსებული შინაური ფრინველის შემთხვევაში ამ ცნების ქვეშ მოიაზრება ყველა ფრინველი, რომელიც ერთ საჰაერო სივრცეშია მოთავსებული;

8. „სადგომი” ნიშნავს ობიექტს, რომელიც შესაძლოა მოიცავდეს საწარმოს, რომელიც გამოიყენება სანაშენე ან მწარმოებლური შინაური ფრინველის გამოზრდის ან ყოლის მიზნით;

9. „საწარმო“ ნიშნავს ობიექტს ან ობიექტის ნაწილს, რომელიც განთავსებულია ერთ კონკრეტულ ადგილას და განკუთვნილია ქვემოთ ჩამოთვლილი საქმიანობისთვის:

a. ხალასჯიშიანი მოსაშენებელი საწარმო: საწარმო, რომელიც აწარმოებს საინკუბაციო კვერცხს სანაშენე შინაური ფრინველის წარმოების მიზნით;

b. მოსაშენებელი საწარმო: საწარმო, რომელიც აწარმოებს საინკუბაციო კვერცხს მწარმოებლური შინაური ფრინველის წარმოების მიზნით;

c. გამოსაზრდელი საწარმო:

1. ან სანაშენე შინაური ფრინველის გამოსაზრდელი საწარმო, რომელიც წარმოადგენს საწარმოს სადაც ხდება სანაშენე შინაური ფრინველის გამოზრდა რეპროდუქციულ ასაკამდე; ან

2. მწარმოებლური შინაური ფრინველის გამოსაზრდელი საწარმო, რომელიც არის საწარმო სადაც ხდება კვერცხისმდებელი მწარმოებლური შინაური ფრინველის გამოზრდა კვერცხის დების ეტაპამდე;

d. სანაშენე: საწარმო, სადაც ხდება კვერცხის ინკუბაცია და გამოჩეკა და რომელიც უზრუნველყოფს ერთი დღის ასაკის წიწილების მიწოდებას;

10. „უფლებამოსილი ვეტერინარი“ ნიშნავს ვეტერინარს, რომელსაც მითითებებს აძლევს შესაბამისი კომპეტენტური ვეტერინარული ორგანო, მისი პასუხისმგებლობის ფარგლებში კონკრეტულ საწარმოში წინამდებარე დირექტივით განსაზღვრული შემოწმების განხორციელების მიზნით;

11. „აღიარებული ლაბორატორია“ ნიშნავს ლაბორატორიას, რომელიც მდებარეობს წევრი სახელმწიფოს ტერიტორიაზე და აღიარებულია კომპეტენტური ვეტერინარული ორგანოს მიერ, მისი პასუხისმგებლობის ფარგლებში, წინამდებარე დირექტივით გათვალისწინებული დიაგნოსტიკური ტესტების ჩატარების მიზნით;

12. „ჯანმრთელობის კონტროლი“ ნიშნავს სახელმწიფო ვეტერინარის ან უფლებამოსილი ვეტერინარის ვიზიტს საწარმოში არსებული ყველა შინაური ფრინველის ჯანმრთელობის მდგომარეობის შემოწმების მიზნით;

13. „დაავადება რომლის შესახებ შეტყობინებაც სავალდებულოა“ ნიშნავს V დანართში ჩამოთვლილ დაავადებებს;

14. „აფეთქება“ ნიშნავს აფეთქებას „გაერთიანების ფარგლებში ცხოველთა დაავადებების შესახებ შეტყობინების“ თაობაზე საბჭოს 1982 წლის 21 დეკემბრის დირექტივის 82/894/EEC9 თანახმად;

15. „საკარანტინო პუნქტი“ ნიშნავს ობიექტს, სადაც შინაური ფრინველები სრულიად იზოლირებულნი არიან სხვა შინაურ ფრინველებთან პირდაპირი ან არაპირდაპირი კონტაქტისგან, რაც იძლევა გრძელ-ვადიანი დაკვირვებისა და V დანართში ჩამოთვლილ დაავადებებზე ტესტების ჩატარების საშუალებას;

16. „სანიტარული დაკვლა“ ნიშნავს განადგურებას რომელიც ექვემდებარება ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ ყველა საჭირო უსაფრთხოების ზომას, მათ შორის ყველა შინაური ფრინველისა და პროდუქტის დეზინფექციას, რომლებიც არიან ინფიცირებული ან რომლებთან დაკავშირებითაც არსებობს დასნებოვნების ეჭვი.

თავი II

გაერთიანების შიდა ვაჭრობის წესე