(a) საინკუბაციო კვერცხები, ერთი დღის ასაკის წიწილები, და სანაშენე და მწარმოებლური შინაური ფრინველი უნდა აკმაყოფილებდნენ მე-6, მე-15, მე-18 და მე-20 მუხლებით დადგენილ პირობებს. ისინი ასევე უნდა აკმაყოფილებდნენ მე-16 და მე-17 მუხლებით გათვალისწინებულ ნებისმიერ პირობას;

გარდა ამისა:

(i) საინკუბაციო კვერცხი უნდა აკმაყოფილებდეს მე-8 მუხლით გათვალისწინებულ პირობებს;

(ii) ერთი დღის ასაკის წიწილები უნდა აკმაყოფილებდნენ მე-9 მუხლით გათვალისწინებულ პირობებს;

(iii) სანაშენე და მწარმოებლური შინაური ფრინველი უნდა აკმაყოფილებდეს მე-10 მუხლით გათვალისწინებულ პირობებს;

b) საკლავი შინაური ფრინველი უნდა აკმაყოფილებდეს მე-11, მე-15, მე-18 და მე-20 მუხლებით დადგენილ და მე-16 და მე-17 მუხლების თანახმად განსაზღვრულ პირობებს;

c) შინაური ფრინველი (მათ შორის ერთი დღის ასაკის წიწილები), რომლებიც განკუთვნილია სანადირო ფრინველის რეპოპულაციის მიზნებისთვის, ასევე უნდა აკმაყოფილებდნენ მე-12, მე-15, მე-18 და მე-20 მუხლებით დადგენილ და მე-16 და მე-17 მუხლების თანახმად განსაზღვრულ პირობებს;

d) სალმონელასთან დაკავშირებით ფინეთისა და შვედეთისთვის განკუთვნილი შინაური ფრინველი უნდა აკმაყოფილებდეს მე-13 მუხლით დადგენილ პირობებ