a) იყოს მიღებული იმ გუნდებიდან:

(i) რომლებიც ექვს კვირაზე მეტი ხნის განმავლობაში განთავსებული იყო მე-6 მუხლის (a)(i) ქვეპუნქტით განსაზღვრულ გაერთიანების საწარმოებში;

(ii) რომლებიც თუ ვაქცინირებულია, მათი ვაქცინაცია მოხდა III დანართით გათვალისწინებული ვაქცინაციის პირობების თანახმად;

(iii) რომლებსაც:

− გავლილი აქვთ ჯანმრთელობის მდგომარეობის შემოწმება სახელმწიფო ვეტერინარის ან უფლებამოსილი ვეტერინარის მიერ ტვირთის გამოგზავნამდე 72 საათის განმავლობაში, და შემოწმების დროს არ აღენიშნებოდათ დაავადების კლინიკური ნიშნები ან ეჭვი გადამდები დაავადების არსებობაზე, ან

− გავლილი აქვთ ყოველთვიური ჯანმრთელობის კონტროლი სახელმწიფო ვეტერინარის ან უფლებამოსილი ვეტერინარის მიერ, და მათი ბოლო ვიზიტი განხორციელდა ტვირთის გამოგზავნამდე 31 დღის განმავლობაში. ამ ვარიანტის არჩევის შემთხვევაში სახელმწიფო ვეტერინარმა ან უფლებამოსილმა ვეტერინარმა ასევე უნდა შეამოწმოს ფრინველთა გუნდის ჯანმრთელობის მდგომარეობის ჩანაწერები და მისი მიმდინარე ჯანმრთელობის მდგომარეობის შეფასება, რომელიც შეფასებულია უახლესი ინფორმაციის საფუძველზე რომელიც ტვირთის გამოგზავნამდე 72 საათის განმავლობაში იქნა წარმოდგენილი გუნდზე პასუხისმგებელი პირის მიერ. თუ აღნიშნული ჩანაწერები ან სხვა ინფორმაცია იძლევა დაავადების არსებობაზე ეჭვის საფუძველს, ფრინველთა გუნდმა უნდა გაიაროს ცხოველთა ჯანმრთელობის მდგომარეობის შემოწმება სახელმწიფო ვეტერინარის ან უფლებამოსილი ვეტერინარის მიერ, რომელიც გამორიცხავს შინაური ფრინველის გადამდები დაავადების არსებობას;

b) იყოს მარკირებული რეგულაციის (EC) N 617/2008 შესაბამისად;

c) იქნეს დეზინფიცირებული სახელმწიფო ვეტერინარის მითითებების შესაბამისად.

2. თუ გუნდში, საიდანაც ხდება საინკუბაციო კვერცხის აღება მათი ინკუბაციის პერიოდში, განვითარდება კვერცხით გადამდები შინაური ფრინველის გადამდები დაავადებები, აღნიშნულის შესახებ უნდა ეცნობოს შესაბამის სანაშენეს და ამ სანაშენეზე და წარმოშობის გუნდზე პასუხისმგებელ ორგანოს ან ორგანოებ