a) იმ საწარმოებიდან, რომლებიც აკმაყოფილებენ შემდეგ მოთხოვნებს:
(i) ისინი უნდა დამტკიცდეს და მათ უნდა მიენიჭოს განმასხვავებელი ნომერი კომპეტენტური ორგანოს მიერ II დანართის I თავით დადგენილი წესების მიხედვით;
(ii) ტვირთის გაგზავნის დროს მათზე არ უნდა ვრცელდებოდეს შინაურ ფრინველზე მოქმედი ცხოველთა ჯანდაცვასთან დაკავშირებული შეზღუდვები;
(iii) ისინი არ უნდა მდებარეობდეს ისეთ ადგილზე, რომელზედაც ცხოველთა ჯანდაცვის მიზეზებიდან გამომდინარე ვრცელდება შემზღუდავი ღონისძიებები გაერთიანების კანონმდებლობის თანახმად ისეთი დაავადების აფეთქების შედეგად რომლის მიმართაც მგრძნობიარეა შინაური ფრინველი;
b) გუნდიდან, რომელსაც ტვირთის გაგზავნის მომენტისთვის არ აღენიშნება კლინიკური სიმპტომები ან რომელთან დაკავშირებითაც არ არსებობს ეჭვი შინაური ფრინველის გადამდებ დაავადებაზ