22-ე მუხლის დებულებებიდან გამონაკლისის დაშვებით, კომპეტენტურმა ორგანომ შესაძლოა დაუშვას კვერცხის დასადებად გამზადებული შინაური ფრინველის პირდაპირი ტრანსპორტირება სადგომში ან სადგომის ფარდულში, რომელიც უმჯობესია მდებარეობდეს დამცავი და საკონტროლო ზონების ფარგლებს გარეთ, სადაც არ იქნება განთავსებული სხვა შინაური ფრინველი, შემდეგი პირობების დაცვით:

(a) სახელმწიფო ვეტერინარი განახორციელებს შინაური ფრინველისა და სხვა მოშინაურებული ფრინველის, კერძოდ კი გასაგზავნი ფრინველის, კლინიკურ გამოკვლევას წარმოშობის სადგომზე;

(b) სადაც მიზანშეწონილია, წარმოშობის სადგომში შინაურ ფრინველზე ჩატარებულია ლაბორატორიული ტესტები დიაგნოსტიკური სახელმძღვანელოს შესაბამისად და ტესტების შედეგები დამაკმაყოფილებელია;

(c) კვერცხის დასადებად გამზადებული შინაური ფრინველის ტრანსპორტირება ხორციელდება კომპეტენტური ორგანოს მიერ ან მისი ზედამხედველობით დალუქული სატრანსპორტო საშუალებით;

(d) დანიშნულების სადგომი ან ფარდული იქნება სახელმწიფო ზედამხედველობის ქვეშ კვერცხის დასადებად გამზადებული შინაური ფრინველის მიწოდების შემდე