კომპეტენტურმა ორგანომ უნდა უზრუნველყოს, დამცავ ზონებში მდებარე სადგომებში შემდეგი ღონისძიებების გამოყენება:

(a) ყველა შინაური ფრინველი და სხვა მოშინაურებული ფრინველი უნდა განთავსდეს მათ სადგომებზე მდებარე შენობების შიგნით,თუ ეს არაპრაქტიკულია ან თუ მათი კეთილდღეობა საფრთხის ქვეშ არის, ისინი გადაჰყავთ სხვა ადგილას იმავე სადგომზე ისე, რომ არ ჰქონდეთ კონტაქტი სხვა ფრინველთან ან სხვა მოშინაურებულ ფრინველთან სხვა სადგომებში.

მიღებულ უნდა იქნეს ყველა აუცილებელი ზომა გარეულ ფრინველთან მათი კონტაქტის მინიმუმამდე დაყვანის მიზნით;

(b) შეძლებისდაგვარად სწრაფად უნდა განადგურდეს ტანხორცი;

(c) სატრანსპორტო საშუალებები და მოწყობილობა-დანადგარები, რომლებიც გამოიყენება შინაური ფრინველის ან სხვა მოშინაურებული ფრინველის, ხორცის, საკვების, ნაკელის, წუნწუხის, საგებლის და სხვა შესაძლო დასნებოვნებული მასალის ან ნივთიერების ტრანსპორტირებისთვის, დაუყოვნებლივ უნდა დამუშავდეს 48-ე მუხლით გათვალისწინებული ერთი ან მეტი პროცედურის გამოყენებით;

(d) სატრანსპორტო საშუალების ყველა ნაწილი, რომელიც გამოიყენება პერსონალის ან სხვა პირების მიერ რომლებიც შედიან სადგომში ან გადიან სადგომიდან და რომლებიც სავარაუდოდ დასნებოვნებულია, დაუყოვნებლივ უნდა დამუშავდეს 48-ე მუხლით გათვალისწინებული ერთი ან მეტი პროცედურის გამოყენებით;

(e) დაუშვებელია შინაური ფრინველის, სხვა მოშინაურებული ფრინველის ან შინაური სახეობის ძუძუმწოვრების სადგომში შეყვანა ან სადგომიდან გაყვანა კომპეტენტური ორგანოს ნებართვის გარეშე;

ეს შეზღუდვა არ ვრცელდება ძუძუმწოვრებზე, რომლებსაც წვდომა აქვთ მხოლოდ ადამიანების საცხოვრებელ ადგილებზე, სადაც მათ:

(i) არა აქვთ კონტაქტი ადგილობრივად მობინადრე შინაურ ფრინველთან ან სხვა მოშინაურებულ ფრინველთან; და

(ii) არა აქვთ წვდომა გალიებთან ან ტერიტორიასთან, სადაც განთავსებულია ასეთი ადგილობრივად მობინადრე ფრინველის ან სხვა მოშინაურებული ფრინველი;

(f) სადგომში ავადობის და სიკვდილიანობის მაჩვენებლის გაზრდის ან პროდუქტიულობის მნიშვნელოვანი შემცირების შესახებ დაუყოვნებლივ უნდა ეცნობოს კომპეტენტურ ორგანოს, რომელიც განახორციელებს შესაბამის კვლევას დიაგნოსტიკური სახელმძღვანელოს შესაბამისად;

(g) ნებისმიერი პირი, რომელიც შედის სადგომში ან გადის სადგომიდან, უნდა იცავდეს შესაბამის ბიოუსაფრთხოების ზომებს, რომლებიც მიმართულია ფრინველის გრიპის გავრცელების პრევენციისკენ;

(h) მეპატრონემ უნდა მოახდინოს ყველა პირის აღრიცხვა, რომელიც შედის სადგომში, გარდა საცხოვრებელი შენობებისა, დაავადებაზე ზედამხედველობისა და მისი კონტროლის ხელშეწყობის მიზნით და აღნიშნული აღრიცხვის ჩანაწერები ხელმისაწვდომი უნდა იყოს კომპეტენტური ორგანოს მოთხოვნით.

აღნიშნული აღრიცხვის წარმოება აუცილებელი არ არის ისეთ სადგომებში ვიზიტების შემთხვევაში, როგორიცაა ზოოპარკები და ველური ბუნების პარკები, სადაც ვიზიტორებს არ აქვთ წვდომა იმ ადგილებზე სადაც განთავსებულია ფრინველ