a) რომელშიც ის იმყოფებოდა გამოჩეკის შემდეგ ან 21 დღეზე მეტი ხნის განმავლობაში და გაგზავნამდე ორი კვირის განმავლობაში შეხება არ ჰქონია გუნდში ახლად შეყვანილ შინაურ ფრინველთან;

b) რომელზეც არ ვრცელდება შინაურ ფრინველზე მოქმედი ცხოველთა ჯანმრთელობასთან დაკავშირებული შეზღუდვები;

c) სადაც გაგზავნამდე 48 საათის განმავლობაში სახელმწიფო ვეტერინარის ან უფლებამოსილი ვეტერინარის მიერ ფრინველთა იმ გუნდზე ჩატარებულმა შემოწმებამ, საიდანაც უნდა მოხდეს ტვირთის შერჩევა, ვერ გამოავლინა ამ გუნდში დაავადების კლინიკური ნიშნები ან ეჭვი შინაური ფრინველის გადამდები დაავადებების არსებობასთან დაკავშირებით;

d) რომელიც არ მდებარეობს ისეთ ადგილას, რომელზეც ცხოველთა ჯანდაცვის მიზნებიდან გამომდინარე ვრცელდება აკრძალვა გაერთიანების კანონმდებლობის შესაბამისად ისეთი დაავადების აფეთქების შედეგად რომლის მიმართაც მგრძნობიარეა შინაური ფრინველი.

2. პირველი აბზაცით გათვალისწინებულ შინაურ ფრინველზე არ ვრცელდება მე-6 მუხლის დებულებებ