a. დაავადების სახე და წევრ სახელმწიფოში მისი არსებობის ისტორია;

b. ზედამხედველობის ტესტების შედეგები სეროლოგიური, მიკრობიოლოგიური ან პათოლოგიური გამოკვლევების და იმ ფაქტის საფუძველზე, რომ კანონის თანახმად უნდა მოხდეს დაავადების შესახებ შეტყობინება კომპეტენტური ორგანოებისთვის;

c. პერიოდი რომლის განმავლობაშიც განხორციელდა ზედამხედველობა;

d. საჭიროების შემთხვევაში, პერიოდი რომლის განმავლობაშიც აკრძალული იყო დაავადების საწინააღმდეგო ვაქცინაცია და ის გეოგრაფიული არეალი, რომელზეც გავრცელდა აღნიშნული აკრძალვა;

e. ღონისძიებები, რომელთა საფუძველზეც შესაძლებელია გადამოწმდეს არის თუ არა აღმოფხვრილი დაავადება მოცემულ არეალზე.

2. კომისია ამოწმებს წევრი სახელმწიფოების მიერ წარმოდგენილ დოკუმენტაციას. 33(2)-ე მუხლით გათვალისწინებული პროცედურის შესაბამისად განისაზღვრება დამატებითი ზოგადი ან კონკრეტული გარანტიები, რომლებიც შესაძლოა საჭირო იყოს გაერთიანების შიდა ვაჭრობისთვის. აღნიშნული გარანტიები არ უნდა სცდებოდეს გარანტიებს, რომელსაც ითხოვს წევრი სახელმწიფო საკუთარ ტერიტორიაზე.

3. აღნიშნულმა წევრმა სახელმწიფომ უნდა აცნობოს კომისიას პირველი აბზაცით გათვალისწინებულ გარემოებებში ნებისმიერი ცვლილების შესახებ. აღნიშნული შეტყობინების კუთხით მე-2 აბზაცის თანახმად განსაზღვრული გარანტიები შესაძლოა შესწორდეს ან გაუქმდეს 33(2)-ე მუხლით განსაზღვრული პროცედურის შესაბამისა