a. მის ტერიტორიაზე დაავადების განაწილებას;
b. პროგრამის დასაბუთებას დაავადების მნიშვნელობასა და გაწეულ ხარჯებთან მიმართებაში პროგრამის სავარაუდო სარგებელის გათვალისწინებით;
c. გეოგრაფიული არეალი, რომელშიც განხორციელდება პროგრამა;
d. სტატუსის კატეგორიები რომლებიც ვრცელდება შინაური ფრინველის საწარმოებზე, თითოეულ კატეგორიაში მისაღწევი სტანდარტები და გამოსაყენებელი ტესტირების პროცედურები;
e. პროგრამის მონიტორინგის პროცედურები;
f. ზომები რომლებიც მიღებული უნდა იქნეს რაიმე მიზეზით საწარმოს მიერ სტატუსის დაკარგვის შემთხვევაში;
g. ზომები რომლებიც მიღებული უნდა იქნეს იმ შემთხვევაში, თუ პროგრამის თანახმად ჩატარებული ტესტების შედეგები აღმოჩნდება დადებითი.
2. კომისია შეისწავლის წევრი სახელმწიფოების მიერ წარდგენილ პროგრამებს. პროგრამები შესაძლოა დამტკიცდეს პირველი აბზაცით გათვალისწინებული კრიტერიუმების თანახმად, 33(2)-ე მუხლით განსაზღვრული პროცედურის შესაბამისად. იგივე პროცედურის შესაბამისად შესაძლოა განისაზღვროს ნებისმიერი ზოგადი თუ კონკრეტული დამატებითი გარანტია, რომელიც შესაძლოა საჭირო იყოს გაერთიანების შიდა ვაჭრობისთვის. აღნიშნული გარანტიები არ უნდა სცდებოდეს გარანტიებს, რომელსაც ითხოვს წევრი სახელმწიფო საკუთარ ტერიტორიაზე.
3. წევრი სახელმწიფოების მიერ წარდგენილ პროგრამებში შესაძლოა შევიდეს შესწორებები ან დამატებები 33(2)-ე მუხლით განსაზღვრული პროცედურის შესაბამისად. იგივე პროცედურის თანახმად შეიძლება დამტკიცდეს შესწორებები და დამატებები პროგრამებში, რომლებიც უკვე დამტკიცებულია, ან გარანტიებში რომლებიც განსაზღვრულია ამ მუხლის მე-2 აბზაცი