1. 22-ე მუხლიდან გამონაკლისის დაშვების მიზნით, კომპეტენტურმა ორგანომ შესაძლოა დაუშვას დამცავ ზონებში არსებული სადგომებიდან შინაური ფრინველის პირდაპირი ტრანსპორტირება გადაუდებელი დაკვლის მიზნით სპეციალურად განსაზღვრულ სასაკლაოებზე შემდეგი პირობებით:
(a) დასაკლავად გაგზავნიდან 24 საათის განმავლობაში წარმოშობის სადგომზე უნდა ჩატარდეს შინაური ფრინველის კლინიკური გამოკვლევა სახელმწიფო ვეტერინარის მიერ;
(b) სადაც შესაძლებელია, წარმოშობის სადგომზე უნდა ჩატარდეს შინაური ფრინველის ლაბორატორიული ტესტები დიაგნოსტიკური სახელმძღვანელოს შესაბამისად და ამ ტესტების შედეგები უნდა იყოს დამაკმაყოფილებელი;
(c) შინაური ფრინველის ტრანსპორტირება უნდა მოხდეს კომპეტენტური ორგანოს მიერ ან მისი ზედამხედველობით დალუქული სატრანსპორტო საშუალებებით;
(d) კომპეტენტური ორგანო, რომელიც პასუხისმგებელია ამისთვის განკუთვნილ სასაკლაოზე, უნდა იღებდეს ინფორმაციას და თანახმა იყოს შინაური ფრინველის მიღებაზე და შემდეგ დაუდასტუროს დაკვლა გამგზავნ კომპეტენტურ ორგანოს;
(e) დამცავი ზონიდან მიღებული შინაური ფრინველი განთავსებული უნდა იყოს სხვა შინაური ფრინველისგან განცალკევებით და მათი დაკვლა უნდა მოხდეს განცალკევებით ან სხვა დროს, უმჯობესია სამუშაო დღის ბოლოს; ამის შემდეგ სხვა შინაური ფრინველის დაკვლამდე უნდა მოხდეს გაწმენდა და დეზინფექცია;
(f) სახელმწიფო ვეტერინარმა უნდა უზრუნველყოს, რომ ამისთვის განკუთვნილ სასაკლაოზე ჩატარდეს შინაური ფრინველის დეტალური გამოკვლევა შინაური ფრინველის შემოსვლისას და მისი დაკვლის შემდეგ;
(g) ხორცი არ უნდა იქნეს ჩაშვებული გაერთიანების ფარგლებში ან საერთაშორისო ვაჭრობაში და მასზე უნდა იყოს ახალი ხორცის აღმნიშვნელი სანიტარული ეტიკეტი, საბჭოს 2002 წლის 16 დეკემბრის დირექტივის N 2002/99 თანახმად, რომელიც ადგენს ადამიანის მიერ მოხმარებისთვის განკუთვნილი ცხოველური წარმოშობის პროდუქტების წარმოების, დამუშავების, დისტრიბუციის და შემოტანის მარეგულირებელ ცხოველთა ჯანმრთელობის წესებს15, თუ სხვაგვარად არ გადაწყდა ამ დირექტივის 64(3)-ე მუხლით გათვალისწინებული პროცედურის შესაბამისად;
(h) ხორცის მიღება, დამუშავდება, ტრანსპორტირება და შენახვა უნდა განხორციელდეს გაერთიანების ფარგლებში და საერთაშორისო ვაჭრობისთვის განკუთვნილი ხორცისგან განცალკევებით და მისი გამოყენება უნდა მოხდეს ისე, რომ თავიდან იქნეს აცილებული მათი შეტანა ხორცის პროდუქტებში, რომლებიც განკუთვნილია გაერთიანების ფარგლებში და საერთაშორისო ვაჭრობისთვის, გარდა იმ შემთხვევისა თუ:
(i) მისი დამუშავება მოხდა დირექტივის 2002/99/EC III დანართის შესაბამისად; ან
(ii) სხვაგვარად გადაწყდა 64(3)-ე მუხლით გათვალისწინებული პროცედურის შესაბამისად.
2. 22-ე მუხლიდან გამონაკლისის დაშვებით, კომპეტენტურმა ორგანომ შესაძლოა დაუშვას დამცავი ზონის ფარგლებს გარეთ არსებული შინაური ფრინველის პირდაპირი ტრანსპორტირება გადაუდებელი დაკვლის მიზნით სპეციალურად განსაზღვრულ სასაკლაოზე დამცავ ზონაში და ასეთი შინაური ფრინველისგან მიღებული ხორცის შემდგომი გადაადგილება იმ პირობით, თუ:
(a) კომპეტენტური ორგანო, რომელიც პასუხისმგებელია სპეციალურად განსაზღვრულ სასაკლაოზე, მიიღებს ინფორმაციას და თანახმა იქნება შინაური ფრინველის მიღებაზე, და შემდეგ დაუდასტურებს დაკვლას გამგზავნ კომპეტენტურ ორგანოს;
(b) შინაური ფრინველი მოთავსდება დამცავი ზონიდან მიღებული სხვა შინაური ფრინველისგან განცალკევებით და დაიკვლება სხვა შინაური ფრინველისგან განცალკევებით ან განსხვავებულ დროს;
(c) შინაური ფრინველისგან წარმოებული ხორცის დაჭრა, ტრანსპორტირება და შენახვა ხორციელდება დამცავი ზონიდან მიღებული შინაური ფრინველის ხორცისგან განცალკევებით;
(d) სუბპროდუქტები განადგურდებ