1. კომპეტენტურმა ორგანომ უნდა უზრუნველყოს დამცავ და საკონტროლო ზონებში შემდეგი ღონისძიებების გამოყენება:
(a) ზომების მიღება, რომლებიც იძლევა ყველაფრის გაკონტროლების საშუალებას, რასაც შეუძლია ფრინველის გრიპის ვირუსის გადატანა, მათ შორის შინაური ფრინველის, სხვა მოშინაურებული ფრინველის, ხორცის, კვერცხის, ტანხორცის, საკვების, ჭუჭყიანი საგებლის, ადამიანების რომლებიც კონტაქტში იმყოფებოდნენ დაინფიცირებულ შინაურ ფრინველთან ან სხვა მოშინაურებულ ფრინველთან ან მეფრინველეობის მრეწველობასთან დაკავშირებულ სატრანსპორტო საშუალებებთან;
(b) მოთხოვნის შემთხვევაში, მეპატრონეებმა უნდა მიაწოდონ კომპეტენტურ ორგანოს შესაბამისი ინფორმაცია, რომელიც ეხება სადგომში შეტანილ ან სადგომიდან გამოტანილ შინაურ ფრინველსა და სხვა მოშინაურებულ ფრინველს და კვერცხებს.
2. კომპეტენტურმა ორგანომ უნდა მიიღოს ყველა გონივრული ზომა იმის უზრუნველსაყოფად, რომ ყველა პირი დამცავ და საკონტროლო ზონებში, რომლებზედაც მოქმედებს შეზღუდვები, სრულად იყოს ინფორმირებული არსებული შეზღუდვების შესახებ.
აღნიშნული ინფორმაციის გადაცემა შესაძლებელია გამაფრთხილებელი შეტყობინებების მეშვეობით, მედია საშუალებებით, როგორიცაა პრესა და ტელევიზია ან სხვა ნებისმიერი საშუალებით.
3. ეპიდემიოლოგიური ინფორმაციის ან სხვა მტკიცებულების არსებობისას, კომპეტენტურ ორგანოს შეუძლია განახორციელოს პრევენციული აღმოფხვრის პროგრამა, რომელიც მოიცავს შინაური ფრინველის ან სხვა მოშინაურებული ფრინველის პრევენციულ დაკვლას ან დახოცვას რისკის ქვეშ მყოფ სადგომებსა და ტერიტორიებზე.
4. წევრმა სახელმწიფოებმა, რომლებიც იყენებენ მე-3 აბზაცით გათვალისწინებულ ღონისძიებებს, დაუყოვნებლივ უნდა აცნობონ ამის შესახებ კომისიას და კომისიამ შეძლებისდაგვარად სწრაფად უნდა განიხილოს აღნიშნული მდგომარეობა დაინტერესებულ წევრ სახელმწიფოებთან ერთად და კომიტეტში.
ქვეთავი 3
დამცავ ზონებში გამოსაყენებელი ღონისძიებე