1. თავისუფალ ზონაში ნებისმიერი შენობის მშენებლობა საჭიროებს საბაჟო ორგანოების წინასწარ ნებართვას.
2. საბაჟო კანონმდებლობის გათვალისწინებით, თავისუფალ ზონაში ნებადართულია ნებისმიერი სამრეწველო, სავაჭრო ან მომსახურების საქმიანობა. ასეთი საქმიანობის განხორციელების შესახებ საჭიროა წინასწარ ეცნობოს საბაჟო ორგანოებს.
3. საბაჟო ორგანოები განსაზღვრავენ აკრძალვებს ან შეზღუდვებს მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ საქმიანობაზე, აღნიშნული საქონლის მახასიათებლების ან საბაჟო ზედამხედველობის მოთხოვნების, ან უსაფრთხოების მოთხოვნების გათვალისწინებით.
4. საბაჟო ორგანოებმა შეიძლება აუკრძალონ თავისუფალ ზონაში საქმიანობის განხორციელება იმ პირებს, რომლებიც არ წარადგენენ საბაჟო დებულებებთან შესაბამისობის საჭირო მტკიცებულება