1. საბაჟო დასაწყობების პროცედურის თანახმად, ევროკავშირის საქონლის სტატუსის არმქონე საქონელი შეიძლება დასაწყობდეს შენობაში ან ნებისმიერ სხვა ადგილზე, რომელიც განკუთვნილია ამ პროცედურისთვის საბაჟო ორგანოების მიერ, და საბაჟო ზედამხედველობის ქვეშ (საბაჟო საწყობები).
2. საბაჟო საწყობები შეიძლება ხელმისაწვდომი იყოს ნებისმიერი პირისთვის საქონლის საბაჟო დასაწყობებისთვის (საჯარო საბაჟო საწყობი) ან საბაჟო დასაწყობების ავტორიზაციის მქონე პირის მიერ საქონლის შენახვისთვის (კერძო საბაჟო საწყობი).
3. საბაჟო დასაწყობების პროცედურაში მოქცეული საქონელი შეიძლება დროებით გატანილ იქნეს საბაჟო საწყობიდან. ასეთი გატანა, გარდა ფორს მაჟორული შემთხვევებისა, წინასწარ უნდა იყოს სანქცირებული საბაჟო ორგანოების მიე