1. დასაწყობების პროცედურის შესაბამისად, ევროკავშირის საქონლის სტატუსის არმქონე საქონელი შეიძლება დასაწყობდეს ევროკავშირის საბაჟო ტერიტორიაზე ისე, რომ მასზე არ გავრცელდეს შემდეგი:

(a) იმპორტის გადასახადი;

(b) სხვა გადასახადები, რომელიც გათვალისწინებულია სხვა შესაბამისი მოქმედი სამართლის ნორმებით;

(c) კომერციული პოლიტიკის ღონისძიებები, თუ ისინი არ კრძალავენ ევროკავშირის საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის შეტანას ან გატანას.

2. ევროკავშირის საქონლის სტატუსის მქონე საქონელი შეიძლება მოექცეს საბაჟო დასაწყობების ან თავისუფალი ზონის სასაქონლო ოპერაციაში ევროკავშირის კანონმდებლობის შესაბამისად, რომელიც არეგულირებს კონკრეტულ სფეროებს, ან იმისთვის, რომ ისარგებლოს გადაწყვეტილებით, რომლის მიხედვითაც ხდება გადაუხდელი იმპორტის გადასახადის სრული ან ნაწილობრივი ჩათვლა ან მისი ანაზღაურება.

3. თუ არსებობს ამის ეკონომიკური საჭიროება და ეს არ იქონიებს უარყოფით ზეგავლენას საბაჟო ზედამხედველობაზე, საბაჟო ორგანოებს უფლება აქვთ მოახდინონ ევროკავშირის საქონლის სტატუსის მქონე საქონლის შენახვის სანქცირება სასაწყობე სათავსებში საბაჟო დასაწყობების მიზნით. აღნიშნული საქონელი არ ჩაითვლება საბაჟო დასაწყობების პროცედურაში მოქცეულა