1. ევროკავშირის გარე ტრანზიტის პროცედურა გამოიყენება საქონელთან, რომელიც გადის ევროკავშირის საბაჟო ტერიტორიის გარეთ არსებულ ქვეყანაზე ან ტერიტორიაზე, თუ სრულდება ერთ-ერთი შემდეგი პირობა:
(a) ეს გათვალისწინებულია საერთაშორისო შეთანხმებაში;
(b) ამ ქვეყნის ან ტერიტორიის გავლით გადაზიდვა ხორციელდება ერთიანი სატრანსპორტო დოკუმენტის თანახმად, რომელიც შედგენილია ევროკავშირის საბაჟო ტერიტორიაზე.
2. 1-ლი პუნქტის (b) ქვეპუნქტში მითითებულ შემთხვევაში, ევროკავშირის გარე ტრანზიტის პროცედურის მოქმედება შეჩერდება სანამ საქონელი იმყოფება ევროკავშირის საბაჟო ტერიტორიის გარე