1. თუ წევრი სახელმწიფოს საბაჟო ორგანოები მიიღებენ გადაწყვეტილებას გამორიცხონ პირი ტვირთების საერთაშორისო საგზაო გადაზიდვების საქმიანობიდან „ტვირთების საერთაშორისო საგზაო გადაზიდვების ხელშეკრულების შესახებ კონვენციის“ 38-ე მუხლის შესაბამისად, აღნიშნული გადაწყვეტილება ვრცელდება ევროკავშირის მთლიან საბაჟო ტერიტორიაზე და ამ პირის მიერ წარდგენილი საერთაშორისო საგზაო გადაზიდვების წიგნაკები (TIR-კარნეტები) არ მიიღება არცერთი საბაჟო სამსახურის მიერ.
2. წევრი სახელმწიფო შეატყობინებს სხვა წევრ სახელმწიფოებსა და კომისიას 1-ლ პუნქტში აღნიშნულ გადაწყვეტილებას მისი გამოყენების თარიღთან ერთა