1. შიდა ტრანზიტის პროცედურის ფარგლებში და მე-2 პუნქტით დადგენილი პირობების შესაბამისად, შესაძლებელია ევროკავშირის საქონლის სტატუსის მქონე საქონლის გადაადგილება ერთი პუნქტიდან მეორე პუნქტში ევროკავშირის საბაჟო ტერიტორიის ფარგლებში, რომელმაც შესაძლოა გადაკვეთოს აღნიშნული საბაჟო ტერიტორიის გარეთ არსებული ქვეყანა ან ტერიტორია მის საბაჟო სტატუსში ყოველგვარი ცვლილების გარეშე.

2. 1-ლი პუნქტით გათვალისწინებული გადაადგილება შეიძლება განხორციელდეს ერთ-ერთი შემდეგი გზით:

(a) ევროკავშირის შიდა ტრანზიტის პროცედურის შესაბამისად, თუ ეს შესაძლებლობა გათვალისწინებულია საერთაშორისო ხელშეკრულებით;

(b) „ტვირთების საერთაშორისო საგზაო გადაზიდვების ხელშეკრულების შესახებ კონვენციის“ შესაბამისად;

(c) „მსოფლიო საბაჟო ორგანიზაციის დროებითი დაშვების შესახებ კონვენციის“/„სტამბულის კონვენციის“ შესაბამისად, სადაც ხდება სატრანზიტო გადაადგილება;

(d) „რაინის მანიფესტის“ ფარგლებში („რაინზე ნაოსნობის შესახებ მანჰეიმის კონვენციის შესწორებული რედაქციის“ მე-9 მუხლი);

(e) 302-ე ფორმის ფარგლებში, რომელიც გათვალისწინებულია „ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების“ მხარეებს შორის დადებულ ხელშეკრულებაში „მათი ძალების სტატუსთან დაკავშირებით“, რომელსაც ხელი მოეწერა 1951 წლის 19 ივნისს ლონდონში;

(f) საფოსტო სისტემის ფარგლებში, „მსოფლიო საფოსტო კავშირის“ აქტების შესაბამისად, როდესაც საქონლის გადაზიდვა ხდება უფლებებისა და ვალდებულებების მქონე პირებისთვის ან მათ მიერ ასეთი აქტების შესაბამისა