1. ეკვივალენტური საქონელი შედგება ევროკავშირის საქონლისგან, რომელიც ინახება, გამოიყენება ან მუშავდება სპეციალური პროცედურის ფარგლებში მოქცეული საქონლის ნაცვლად.

საბაჟო ტერიტორიის გარეთ დამუშავების პროცედურის ფარგლებში ეკვივალენტური საქონელი შედგება ევროკავშირის საქონლის სტატუსის არმქონე საქონლისგან, რომელიც მუშავდება საბაჟო ტერიტორიის გარეთ დამუშავების პროცედურის ფარგლებში მოქცეული ევროკავშირის საქონლის სტატუსის მქონე საქონლის ნაცვლად.

თუ სხვაგვარად არ განისაზღვრა, ეკვივალენტურ საქონელს აქვს იგივე რვანიშნა კომბინირებული ნომენკლატურის კოდი, იგივე კომერციული ხარისხი და იგივე ტექნიკური მახასიათებლები, რაც საქონელს, რომელსაც ის ცვლის.

2. მიმართვის შემთხვევაში საბაჟო ორგანოები გასცემენ ქვემოთ მოცემული მოქმედებების უფლებამოსილებას, თუ უზრუნველყოფილი იქნება საბაჟო ზედამხედველობასთან დაკავშირებული პროცედურის სათანადო წარმართვა:

(a) ეკვივალენტური საქონლის გამოყენება საბაჟო დასაწყობების, თავისუფალი ზონების, მიზნობრივი დანიშნულებით გამოყენებისა და დამუშავების პროცედურის ფარგლებში;

(b) ეკვივალენტური საქონლის გამოყენება დროებითი შემოტანის სასაქონლო ოპერაციაში, განსაკუთრებულ შემთხვევებში;

(c) საბაჟო ტერიტორიაზე დამუშავების პროცედურის შემთხვევაში, ეკვივალენტური საქონლისგან მიღებული დამუშავებული პროდუქციის ექსპორტი იმ საქონლის იმპორტამდე, რომელსაც ის ცვლის;

(d) საბაჟო ტერიტორიის გარეთ დამუშავების შემთხვევაში, ეკვივალენტური საქონლისგან მიღებული დამუშავებული პროდუქციის იმპორტი იმ საქონლის ექსპორტამდე, რომელსაც ის ცვლის.

მიიჩნევა, რომ ავტორიზებული ეკონომიკური ოპერატორი, რომელიც ახორციელებს საბაჟო პროცედურების გამარტივებას, აკმაყოფილებს პროცედურის სათანადო წარმართვის უზრუნველყოფის პირობას თუ საქმიანობა, რომელიც ეხება ეკვივალენტური საქონლის გამოყენებას აღნიშნული პროცედურისთვის გათვალისწინებულია 38(2)-ე მუხლის (a) ქვეპუნქტში მითითებულ ავტორიზაციაში.

3. ეკვივალენტური საქონლის გამოყენება არ იქნება ავტორიზებული არცერთ ქვემოთ მოცემულ შემთხვევაში:

(a) თუ 220-ე მუხლის შესაბამისად ხორციელდება მხოლოდ მოვლა-შენახვის დადგენილი ფორმები საბაჟო ტერიტორიაზე დამუშავების პროცედურის ფარგლებში;

(b) თუ საბაჟო ტერიტორიაზე დამუშავების პროცედურაში მოქცეული დამუშავებული პროდუქციის წარმოებაში გამოყენებულ წარმოშობის არმქონე საქონელზე ვრცელდება იმპორტის გადასახადის დაბრუნების ან მისგან გათავისუფლების პირობა, რომლისთვისაც გაცემულია ან ევროკავშირსა და ევროკავშირის საბაჟო ტერიტორიის გარეთ მდებარე კონკრეტულ ქვეყნებს ან ტერიტორიებს, ან ასეთი ქვეყნების ან ტერიტორიების ჯგუფებს შორის დადებულ პრიორიტეტული შეთანხმების ფარგლებში შედგენილია საქონლის წარმოშობის სერტიფიკატი;

(c) თუ ეს გამოიწვევს გაუმართლებელ იმპორტის გადასახადის შეღავათს ან თუ ეს დადგენილია ევროკავშირის კანონმდებლობით.

4. მე-2 პუნქტის (c) ქვეპუნქტში მითითებულ შემთხვევებში და თუ დამუშავებული პროდუქცია ექვემდებარება ექსპორტის გადასახადს, თუ მისი ექსპორტი არ ხორციელდება საბაჟო ტერიტორიაზე დამუშავების პროცედურის კონტექსტში, ავტორიზაციის მქონე პირი წარადგენს გარანტიას, რათა უზრუნველყოფილ იქნეს ექსპორტის გადასახადის გადახდა იმ შემთხვევაში, თუ არ მოხდება ევროკავშირის საქონლის სტატუსის არმქონე საქონლის იმპორტი 257(3)-ე მუხლში მითითებული პერიოდის განმავლობაშ