1. გარე ტრანზიტის პროცედურის ფარგლებში შესაძლებელია ევროკავშირის საქონლის სტატუსის არმქონე საქონლის გადაადგილება ერთი პუნქტიდან მეორე პუნქტში, ევროკავშირის საბაჟო ტერიტორიის ფარგლებში ისე, რომ მასზე არ გავრცელდეს შემდეგი:

(a) იმპორტის გადასახადი;

(b) სხვა გადასახადები, რომელიც გათვალისწინებულია სხვა შესაბამისი მოქმედი სამართლის ნორმებით;

(c) კომერციული პოლიტიკის ღონისძიებები, თუ ისინი არ კრძალავს ევროკავშირის საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის შემოსვლას ან გასვლას.

2. განსაკუთრებულ შემთხვევებში, ევროკავშირის საქონლის სტატუსის მქონე საქონელი მოექცევა გარე ტრანზიტის პროცედურის ფარგლებში.

3. 1-ლი პუნქტით გათვალისწინებული გადაადგილება განხორციელდება ერთ-ერთი შემდეგი საშუალებით:

(a) ევროკავშირის გარე ტრანზიტის პროცედურის ფარგლებში;

(b) „ტვირთების საერთაშორისო საგზაო გადაზიდვების ხელშეკრულების შესახებ კონვენციის“ შესაბამისად, თუ ასეთი გადაადგილება:

(i) დაიწყო ან უნდა დასრულდეს ევროკავშირის საბაჟო ტერიტორიის ფარგლებს გარეთ;

(ii) ხორციელდება ევროკავშირის საბაჟო ტერიტორიის ორ პუნქტს შორის, ევროკავშირის საბაჟო ტერიტორიის გარეთ არსებული ქვეყნის ან ტერიტორიის გავლით.

(c) „მსოფლიო საბაჟო ორგანიზაციის დროებითი დაშვების შესახებ კონვენციის“/„სტამბულის კონვენციის“ შესაბამისად, სადაც ხორციელდება სატრანზიტო გადაადგილება;

(d) „რაინის მანიფესტის“ ფარგლებში („რაინზე ნაოსნობის შესახებ მანჰეიმის კონვენციის შესწორებული რედაქციის“ მე-9 მუხლი);

(e) 302-ე ფორმის ფარგლებში, რომელიც გათვალისწინებულია „ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების“ მხარეებს შორის დადებულ ხელშეკრულებაში „მათი ძალების სტატუსთან დაკავშირებით“ და ხელმოწერილია 1951 წლის 19 ივნისს ლონდონში;

(f) საფოსტო სისტემის ფარგლებში, „მსოფლიო საფოსტო კავშირის“ აქტების შესაბამისად, როდესაც საქონლის გადაზიდვა ხდება უფლებებისა და ვალდებულებების მქონე პირებისთვის ან მათ მიერ ასეთი აქტების შესაბამისა