1.      ეკვივალენტობა უნდა  იქნას აღიარებული შემდეგ შემთხვევებთან დაკავშირებით:

(a) ინდივიდიალური ღონისძიება; ან

(b) ღონისძიებების ჯგუფი; ან

(c) სისტემა  სექტორის, ქვე-სექტორის, საქონლის ან საქონლის ჯგუფისთვის.

2.      ეკვივალენტობის განსაზღვრისას, მხარეები უნდა მიყვნენ პროცესს, რომელიც ამ მუხლის მე-3 პუნქტშია მოცემული. ეს პროცესი უნდა მოიცავდეს ეკვივალენტობის ობიექტურ  დემონსტრირებას ექსპორტიორი მხარის მიერ და მოთხოვნის ობიექტურ შეფასებას იმპორტიორი მხარის მიერ. ეს შეფასება შეიძლება მოიცავდეს ინსპექტირებას ან დამოწმებას.

3.      ექსპორტიორი მხარის მიერ ამ მუხლის პირველ პუნქტში მოცემული ეკვივალენტობის აღიარების მოთხოვნის შემთხვევაში, მხარეებმა დაუყონებლივ, არაუგვიანეს სამი თვისა მას შემდეგ რაც იმპორტიორი მხარე მიიღებს ამგვარ  მოთხოვნას, ინიცირება უნდა  გაუკეთონ  საკონსულტაციო პროცესს, რომელიც მოიცავს წინამდებარე შეთანხმების VIII დანართში გაწერილ ნაბიჯებს. ექსპორტიორი მხარის მიერ  რამდენიმე მოთხოვნის არსებობის შემთხვევაში, მხარეები იმპორტიორი მხარის მოთხოვნით უნდა შეთანხდნენ ამ შეთანხმების 65-ე მუხლში მოცემულ SPS ქვეკომიტეტთან დროის განრიგზე, რომლის მიხედვითაც ისინი განახორციელებენ ამ პუნქტით განსაზღვრული პროცესის ინიცირებასა და განხორციელებას

4.      საქართველომ უნდა შეატყობინოს ევროკავშირს, როდესაც  დაახლოება მიღწეულია ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული ღონისძიებისთვის, ღონისძიებათა ჯგუფისთვის ან სისტემისთვის, როგორც წინამდებარე შეთანხმების 55-ე მუხლის მე-3 პუნქტში მოცემული მონიტორინგის შედეგი. ეს ფაქტი ჩაითვლება როგორც საფუძველი საქართველოსთვის მოითხოვოს ეკვივალენტობის აღიარების პროცესის დაწყება მუხლის მე-3 პუნქტის მიხედვით.

5.      თუ სხვაგვარად არ არის შეთანხმებული, იმპორტიორი მხარე ვალდებულია დაასრულოს მე-3 პუნქტით გათვალისწინებული ეკვივალენტობის აღიარების პროცესი ექსპორტიორი მხარის მოთხოვნის მიღებიდან 360 დღეში, მათ შორის დოსიე, რომელიც აჩვენებს ეკვივალენტობას.  აღნიშნული დროის პერიოდი შეიძლება გახანგრძლივდეს სეზონურ კულტურებთან მიმართებაში, როდესაც შეფასების დაყოვნება გამართლებულია იმისათვის, რომ დამოწმება განხორციელდეს სეზონური კულტურების ზრდის შესაბამისი პერიოდისთვის.

6.      იმპორტიორი მხარე განსაზღვრავს მცენარეებთან, მცენარეულ პროდუქტებთან და სხვა ობიექტებთან ეკვივალენტობას ფიტოსანიტარული ზომების საერთაშორისო  სტანდარტების (ISPM) მიხედვით.

7.      იმპორტიორ მხარეს შეუძლია გააუქმოს ან შეაჩეროს ეკვივალენტობა, რომელიმე მხარის მიერ ზომებში ისეთი შესწორების შეტანის გამო, რომელიც გავლენას ახდენს ეკვივალენტობაზე, შემდეგი პროცედურის დაცვით:

(a)    წინამდებარე შეთანხმების 58(2) მუხლის დებულებების შესაბამისად, ექსპორტიორმა მხარემ  უნდა აცნობოს იმპორტიორ მხარეს იმ ღონისძიებებში განსახორციელებელი ნებისმიერი ცვლილების შესახებ, რომელთა ეკვივალენტობა უკვე აღიარებულია და ასევე შეთავაზებული ღონისძიებების სავარაუდო გავლენა უკვე განსაზღვრულ ეკვიავლენტობაზე,  აღნიშნული ინფორმაციის მიღებიდან 30 სამუშაო დღის განმავლობაში იმპორტიორმა მხარემ ექსპორტიორ მხარეს უნდა  შეატყობინოს გაგრძელდება თუ არა შეთავაზებული ღონისძიებებისსაფუძველზე ეკვივალენტობის ცნობა.

(b)   წინამდებარე შეთანხმების 58(2) მუხლის დებულებების შესაბამისად, იმპორტიორმა  მხარემ დაუყონებლივ უნდა წარუდგინოს მის ღონისძიებეში შესატანი ცვლილებების შესახებ შეთავაზება, რომლის მიხედვითც მოხდა შესაბამისობის (ეკვივალენტობის) აღიარება.  უნდა გააგრძელოს თუ არა  იმპორტიორმა მხარემ ეკვივალენტობის აღიარება, მხარეებს შეუძლიათ შეთანხმდნენ პირობებზე, რომლის მიხედვითაც მოხდება ამ მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრული პროცესის ხელმეორედ ინიცირება  შეთავაზებული  ზომების საფუძველზე.

8.      ეკვივალენტობის აღიარებას, შეჩერებას ან გაუქმებას ახდენს მხოლოდ იმპორტიორი მხარე, რომელიც მოქმედებს  საკუთარ ადმინისტრაციულ და საკანონდმდებლო ფარგლებში. ამ მხარემ წერილობითი ფორმით უნდა წარუდგინოს ექსპორტიორ მხარეს დასაბუთებული ახსნა-განმარტება და შესაბამისი მონაცემები, რომელთა გამოყენება მოხდა ამ მუხლით გათვალისწინებული განსაზღვრებების და გადაწვეტილებების მიღებისას. ეკვივალენტობის აუღიარებლობის, შეჩერების ან გაუქმების შემთხვევაში, იმპორტიორმა მხარემ უნდა აცნობოს ექსპორტიორ მხარეს იმ გარემოებების შესახებ, რომელთა საფუძველზე შეიძლება განხორციელდეს მე-3 პუნქტის მიხედვით განსაზღვრული პროცესის ხელახალი ინიცირება.

9.      წინამდებარე შეთანხმების 64-ე მუხლის პირობების დაურღვევლად, იმპორტიორმა მხარემ შეიძლება არ გააუქმოს ან არ შეაჩეროს ეკვივალენტობა,  ვიდრე რომელიმე მხარის მიერ შეთავაზებული ახალი ზომები შევა ძალაში.

10.  იმ შემთხვევაში, თუ ეკვივალენტობა ოფიციალურად აღიარებულ იქნა იმპორტიორი მხარის მიერ, წინამდებარე შეთანხმების VIII დანართის შესაბამისად გამართული კონსულტაციების საფუძველზე, SPS ქვეკომიტეტმა წინამდებარე შეთანხმების 65(5) მუხლით განსაზღვრული პროცედურის საფუძველზე უნდა მოახდინოს მხარეებს შორის ვაჭრობაში ეკვივალენტობის აღიარების დეკლარირება. ასეთმა გადაწყვეტილებამ  შეიძლება აგრეთვე განაპირობოს ფიზიკური შემოწმების შემცირება საზღვარზე, საწარმოებისთვის სერტიფიკატებისა და პროდუქციის გაყიდვამდე შემოწმების განსაზღვრული პროცედურების გამარტივება.

სტატუსი ეკვივალენტობის აღიარების შესახებ იქნება გაწერილი წინამდებარე შეთანხმების XII დანართშ