ამ თავის მიზნებისთვის გამოიყენება შემდეგი ტერმინთა გამარტება:
1. „სანიტარული და ფიტოსანიტარული ზომები“ ნიშნავს SPS შეთანხმების A დანართის 1 პუნქტით განსაზღვრულ ზომებს (SPS ზომები).
2. "ცხოველები" ნიშნავს ცხოველებს, როგორც ეს განსაზღვრულია ცხოველთა ჯანმრთელობის საერთაშორისო ორგანიზაციის (OIE) წყლის ცხოველთა და ხმელეთის ცხოველთა კოდექსებში.
3. "ცხოველური პროდუქტები" ნიშნავს ცხოველური წარმოშობის პროდუქციას, წყლის ცხოველების პროდუქტების ჩათვლით, როგორც ეს განსაზღვრულია OIE-ს წყლის ცხოველთა ჯანმრთელობის კოდექსით.
4. "ცხოველური სუბპროდუქტები, რომლებიც არ არის განკუთვნილი ადამიანის მოხმარებისათვის" ნიშნავს ცხოველის მთლიან სხეულს ან მის ნაწილს, ცხოველური წარმოშობის პროდუქტს ან ცხოველისაგან მიღებულ სხვა პროდუქტს, რომელიც არ არის განკუთვნილი ადამიანის მოხმარებისათვის, როგორც ეს ჩამოთვლილია ამ შეთანხმების IV-A დანართის მეორე ნაწილში (II);
5. "მცენარეები" ნიშნავს ცოცხალ მცენარეებსა და მათ ცოცხალ ნაწილებს, მათ შორის თესლებსა და გერმაპლაზმას:
(a) ბოტანიკური კუთხით ხილი, გარდა ღრმა გაყინვით შენახულისა;
(b) ბოსტნეული, გარდა ღრმად გაყინვით შენახულისა;
(c) ტუბერები, გორგლბოლქვები, ბოლქვები, ფესვის ნაწილები;
(d) მოჭრილი ყვავილები;
(e) დაფოთლილი ტოტები;
(f) მოჭრილი ხეები დარჩენილი ფოთლებით;
(g) მცენარეების ქსოვილური კულტურები;
(h) ფოთლები; ყლორტები;
(i) ცოცხალი მცენარეული მტვერი; და
(j) ხის კვირტები, ყლოტები, კალმები
6. "მცენარეული პროდუქტები" ნიშნავს მცენარეული წარმოშობის პროდუქტებს, დაუმუშავებელს ან რომელსაც გავლილი აქვს მცირე დამუშავება და არ არის ამ შეთანხმების IV-A დანართის მესამე ნაწილის მცენარეთა ჩამონათვალში.
7. "თესლები" ნიშნავს თესლებს ბოტანიკური მნიშვნელობით, რომელიც დარგვისათვისაა განკუთვნილი.
8. "მავნებლები“ ნიშნავს ნებისმიერი ტიპის, სახის, მცენარის ბიოტიპის, პათოგენურ ან ცხოველურ აგენტს, რომელიც საზიანოა მცენარის ან მცენარეული პროდუქტისათვის (მავნე ორგანიზმები).
9. "დაცული ზონები" ნიშნავს ზონებს, ევროსაბჭოს 2000 წლის 8 მაისის 2000/29/EC მცენარეებისათვის და მცენარეული პროდუქტებისათვის მავნე ორგანიზმების ევროგაერთიანებაში შეღწევისა და გავრცელების საწინააღმდეგო დამცავი ზომების შესახებ დირექტივის 2(1)(h) მუხლის ან რომელიმე შემდგომი შესწორების მიხედვით;
10. "ცხოველთა დაავადება " ნიშნავს ცხოველებში ინფექციის კლინიკურ ან პათოლოგიურ გამოვლინებას;
11. "აკვაკულტურის დაავადება" ნიშნავს კლინიკური ან არაკლინიკური ინფექციის OIE -ს წყლის ცხოველთა ჯანმრთელობის კოდექსში აღნიშნულ დაავადებათა ერთი ან მეტი ეტიოლოგიური აგენტით გამოვლენას.
12. "ცხოველთა ინფექცია" არის მდგომარეობა, როდესაც ცხოველები ინარჩუნებენ ინფექციურ აგენტს, ინფექციიის კლინიკური ან პათოლოგიური ნიშნებით გამოვლენით ან მათ გარეშე.
13. "ცხოველთა კეთილდღეობის სტანდარტები" ნიშნავს ცხოველთა დაცვის სტანდარტებს, როგორც ეს შემუშავებულია და მიღებულია მხარეთა მიერ და შეესაბამება OIE-ს სტანდარტებს;
14. "სანიტარული და ფიტოსანიტარული დაცვის შესაბამისი დონე" ნიშნავს სანიტარული და ფიტოსანიტარული დაცვის დონეს SPS შეთანხმების A დანართის მე-5 პარაგრაფის მიხედვით;
15. "რეგიონი" ცხოველთა ჯანმრთელობის კუთხით ნიშნავს ზონას ან რაიონს OIE-ს ცხოველთა ჯანმრთელობის კოდექსის მიხედვით და წყლის ცხოველებთან მიმართებაში - ზონას OIE-ს წყლის ცხოველთა ჯანმრთელობის კოდექსის მიხედვით. ევროკავშირისათვის ტერმინი „ტერიტორია“ ან „ქვეყანა“ ნიშნავს ევროკავშირის ტერიტორიას.
16. "მავნებლისაგან თავისუფალი ზონა" ნიშნავს ზონას, ტერიტორიას, სადაც მეცნიერულად დადასტურებულია, რომ კონკრეტული მავნებელი არ არის წარმოდგენილი და სადაც, თუ კი შესაძლებელია, აღნიშნული მდგომარეობა შენარჩუნებულია ოფიციალურად.
17. "რეგიონალიზაცია" ნიშნავს რეგიონალიზაციის კონცეფციას, როგორც ეს აღწერილია SPS შეთანხმების მე-6 მუხლში;
18. "ცხოველთა და ცხოველური პროდუქტების ტვირთი“ ნიშნავს ერთი და იგივე ტიპის ცხოველთა ან ცხოველურ პროდუქტთა გარკვეულ რაოდენობას, რომელთაც ფარავს ერთი სერტიფიკატი ან დოკუმენტი, გადაიზიდება ერთნაირი სატრანსპორტო საშუალებებით, გაგზავნილია ერთი გამგზავნის მიერ, და წარმოშობილია ერთი და იგივე ექსპორტიორ მხარეში, ან მის რომელიმე რეგიონ(ებ)ში. ცოცხალი ცხოველების ტვირთი შეიძლება შედგებოდეს ერთი ან რამდენიმე საქონლის ან პარტიისგან;
19. "მცენარეთა და მცენარეული პროდუქტების ტვირთი" ნიშნავს მცენარეთა, მცენარეულ პროდუქტთა ან/და სხვა საგანთა რაოდენობას, რომელიც გადაადგილდება ერთი მხარიდან მეორე მხარეში და ახლავს საჭიროების შემთხვევაში, ერთი ფიტოსანიტარიული სერტიფიკატი. ტვირთი შეიძლება შედგებოდეს ერთი ან რამდენიმე საქონლისგან ან პარტიისგან;
20. "პარტია" ნიშნავს ერთი საქონლის რაოდენობას ან ერთეულებს, რომლის იდენტიფიცირება ხდება მისი ჰომოგენური შემადგენლობისა და წარმოშობის მიხედვით და წარმოადგენს ტვირთის ნაწილს;
21. "ეკვივალენტობა ვაჭრობის მიზნებისათვის" (ეკვივალენტობა) ნიშნავს მდგომარეობას, როდესაც ექსპორტიორ ქვეყანაში დანერგილი წინამდებარე შეთანხმების IV დანართში ჩამოთვლილი ღონისძიებები, იმის მიუხედავად განსხვავდება თუ არა იმპორტიორი მხარის მიერ დანერგილი ამ დანართში ჩამოთვლილი ღონისძიებებისგან, რეალურად აღწევს იმპორტიორი მხარის დაცვის შესაბამის ან რისკის მისაღებ დონეს;
22. "სექტორი" ნიშნავს მხარის წარმოებისა და ვაჭრობის სტრუქტურას პროდუქტის ან პროდუქტების კატეგორიისთვის;
23. "ქვესექტორი" ნიშნავს სექტორის ზუსტად განსაზღვრულ და კონტროლირებად ნაწილს;
24. "საქონელი" ნიშნავს პროდუქტებს ან საგნებს, რომლებიც მოცემულია 2-7 პუნქტებში;
25. "იმპორტის სპეციალური ნებართვა" ნიშნავს იმპორტიორი ქვეყნის კომპეტენტური სამსახურების მიერ ინდივიდუალური იმპორტიორის სახელზე გაცემულ წინასწარ ოფიციალურ ნებართვას საქონლის ერთი ან რამოდენიმე პარტიის იმპორტზე ექსპორტიორი მხრიდან, მოცემული თავის ფარგლებში;
26. "სამუშაო დღეები" მოიცავს კვირის დღეებს, შაბათ-კვირისა და ერთ-ერთი მხარის სახელმწიფო დასვენების დღეების გამოკლებით;
27. "ინსპექტირება" ნიშნავს სურსათის, ცხოველის საკვების, ცხოველთა ჯანმრთელობისა და კეთილდღეობის ნებისმიერი ასპექტის შემოწმებას იმისათვის, რომ დადგინდეს ამ ასპექტის (ასპექტების) სურსათისა და ცხოველთა საკვების კანონთან და ცხოველთა ჯანმრთელობის და ცხოველთა კეთილდღეობის წესების მოთხოვნებთან შესაბამისობა;
28. "მცენარეთა ჯანმრთელობის ინსპექტირება" ნიშნავს მცენარეებისა და მცენარეული პროდუქტების ან სხვა რეგულირებადი ობიექტების ოფიციალურ ვიზუალურ შემოწმებას მავნებლის არსებობის დასადგენად და/ან მათი ფიტოსანიტარულ რეგულაციებთან შესაბამისობის განსაზღვრას;
29. "დამოწმება" ნიშნავს შემოწმებას კვლევის მეშვეობით და ობიექტური გარემოებების მხედველობაში მიღებას, იმისათვის, რომ დადგინდეს, სრულდება თუ არა განსაზღვრული მოთხოვნებ