1.      სხვადასხვა სექტორებში დაახლოების პრიორიტეტების გათვალისწინებით, საქართველომ უნდა მიიღოს საჭირო ზომები ევროკავშირის მხარის ტექნიკური რეგლამენტების, სტანდარტიზაციის, მეტროლოგიის, აკრედიტაციის, შესაბამისობის შეფასების სისტემებთან და ბაზრის ზედამხედველობის სისტემასთან ეტაპობრივი დაახლოების მიზნით და  იღებს ვალდებულებას დაიცვას ევროკავშირის მხარის შესაბამის კანონმდებლობაში გაწერილი პრინციპები და მეთოდები (საორიენტაციო ნუსხა მოცემულია ამ შეთანხმების III-B დანართში). დაახლოებისათვის საჭირო ღონისძიებების ჩამონათვალი მოცემულია ამ შეთანხმების III-A დანართში, რომელშიც ცვლილებების შეტანა შესაძლებელია ამ შეთანხმების 408-ე მუხლის მე-4 პუნქტით განსაზღვრულ ვაჭრობის საკითხებზე ასოცირების კომიტეტის გადაწყვეტილების საფუძველზე.

2.      აღნიშნული მიზნების მისაღწევად, საქართველომ უნდა:

(a) საკუთარი პრიორიტების გათვალისწინებით, ეტაპობრივად დაუახლოოს საკუთარი კანონმდებლობა ევროკავშირის მხარის შესაბამის კანონმდებლობას; და

(b) მიაღწიოს და შეინარჩუნოს ადმინისტრაციული და ინსტიტუციონალური ეფექტიანობის იმ დონეს, რომელიც საჭიროა ქმედუნარიანი და გამჭვირვალე სისტემის უზრუნველსაყოფად, ამ თავის განხორციელებისთვის.

3.      დაახლოების პრიორიტეტულ სფეროებში საქართველომ თავი უნდა შეიკავოს თავისი ჰორიზონტალური და სექტორული კანონმდებლობის ცვლილებისგან, გარდა ისეთი ცვლილებებისა, რომლებიც უზრუნველყოფენ კანონმდებლობის პროგრესულ დაახლოებას და დაახლოების დონის შენარჩუნებას ევროკავშირის შესაბამის კანონმდებლობასთან. საქართველომ ეროვნული კანონმდებლობის ასეთი ცვლილებების შესახებ უნდა აცნობოს ევროკავშირს.

4.      საქართველომ უნდა უზრუნველყოს და ხელი შეუწყოს შესაბამისი ეროვნული ორგანოების მონაწილეობას ევროპულ და საერთაშორისო ორგანიზაციებში, სტანდარტიზაციის, საკანონმდებლო და ფუნდამენტური მეტროლოგიისა და შესაბამისობის შეფასების სფეროებში, აკრედიტაციის ჩათვლით, ამ ორგანოების საქმიანობის სფეროსა და მასთან დაკავშირებული წევრობის სტატუსის გათვალისწინებით.

5.      სტანდარტიზაციის სისტემის ინტეგრირების მიზნით, საქართველო მაქსიმალურად უნდა ეცადოს, რომ მისმა სტანდარტიზაციის უწყებამ:

(a) ეტაპობრივად მიიღოს ევროპული (EN) სტანდარტების ნაკრები ეროვნულ სტანდარტებად, ჰარმონიზებული ევროპული სტანდარტების ჩათვლით, რომელთა ნებაყოფლობითი გამოყენება იძლევა საქართველოს კანონმდებლობაში გადმოტანილი ევროკავშირის კანონმდებლობასთან შესაბამისობის პრეზუმფციას.

(b) მათი მიღების პარალელურად, გააუქმოს ევროპულ სტანდარტებთან წინააღმდეგობაში მყოფი ეროვნული სტანდარტები;

(c) ეტაპობრივად შეასრულოს ევროპის სტანდარტიზაციის ორგანიზაციების სრული წევრობისათვის საჭირო სხვა პირობებ