1. ეს თავი ეხება სტანდარტების, ტექნიკური რეგლამენტებისა და შესაბამისობის შეფასების პროცედურების მომზადებას, მიღებასა და გამოყენებას იმგვარად, როგორც განსაზღვრულია ვმო-ს შეთანხმების 1A დანართში მოცემულ ვაჭრობაში ტექნიკური ბარიერების შეთანხმებაში („ვაჭრობაში ტექნიკური ბარიერების შეთანხმება“), რამაც შესაძლოა ზეგავლენა მოახდინოს მხარეთა შორის საქონლით ვაჭრობაზე.
2. პირველი პუნქტის დებულებების მიუხედავად, მოცემული თავი არ ეხება სანიტარულ და ფიტოსანიტარულ ზომებს, რომლებიც განსაზღვრულია ვმო-ს შეთანხმების 1A დანართში მოცემული სანიტარული და ფიტოსანიტარული ზომების გამოყენების შესახებ შეთანხმების („სანიტარული და ფიტოსანიტარული ზომების შეთანხმება“) A დანართში, ასევე არ ეხება საჯარო უწყებების მიერ იმ შესყიდვებთან დაკავშირებით მომზადებულ სპეციფიკაციებს, რომლებიც განკუთვნილია საკუთარი წარმოების ან მოხმარების მიზნებისთვის.
3. წინამდებარე თავის მიზნებისთვის გამოყენებული იქნება ვაჭრობაში ტექნიკური ბარიერების შეთანხმების დანართ 1-ში მოცემული განსაზღვრებებ