1.      დაცვითი ზომების დაწესებისას, მხარეები შეეცდებიან, რომ დააწესონ ისინი იმგვარად, რომ რაც შეიძლება ნაკლები გავლენა მოახდინოს მხარეებს შორის არსებულ ორმხრივ ვაჭრობაზე.

2.      ამ მუხლის პირველი პუნქტის მიზნებისთვის, თუ ერთი მხარე მიიჩნევს, რომ დაცვითი ზომების დაწესებისთვის საჭირო სამართლებრივი მოთხოვნები არის დამაკმაყოფილებელი და მიზნად ისახავს ამ ზომების დაწესებას, ეს მხარე აცნობებს მეორე მხარეს აღნიშნულის თაობაზე და მისცემს მას შესაძლებლობას გამართოს ორმხრივი კონსულტაციები. თუ შეტყობინების წარდგენიდან 30 დღის განმავლობაში მხარეებმა ვერ მიაღწიეს შეთანხმებას, იმპორტიორ მხარეს შეუძლია დააწესოს შესაბამისი ზომები არსებული პრობლემის აღმოსაფხვრელად.

ნაწილი 2

ანტიდემპინგური და საკომპენსაციო ზომე