1.      ამ შეთანხმებამ ხელი არ უნდა შეუშალოს საბაჟო კავშირების, თავისუფალი სავაჭრო ზონებისა ან საზღვრისპირა მიმოსვლის შესახებ მექანიზმების შექმნას ან შენარჩუნებას, თუ ისინი არ ეწინააღმდეგებიან წინამდებარე შეთანხმებით განსაზღვრულ ვაჭრობის პირობებს.

2.      ერთერთი ხელშემკვრელი მხარის მოთხოვნის საფუძველზე, მხარეებს შორის უნდა გაიმართოს კონსულტაციები ამ შეთანხმების 408-ე მუხლის მე-4 პუნქტით განსაზღვრული ვაჭრობის საკითხებზე ასოცირების კომიტეტის ფარგლებში, საბაჟო კავშირების, თავისუფალი სავაჭრო ზონების, საზღვრისპირა მიმოსვლის შესახებ მექანიზმების შექმნისა და მესამე ქვეყნების მიმართ სავაჭრო პოლიტიკის სხვა მნიშვნელოვანი საკითხების შესახებ. კონკრეტულად, მესამე ქვეყნის  ევროკავშირში გაწევრიანების შემთხვევაში, მსგავსი კონსულტაციები უნდა გაიმართოს, რათა გათვალისწინებულ იქნას ევროკავშირის და საქართველოს ორმხრივი ინტერესები ამ შეთანხმების თანახმად.

თავი 2

სავაჭრო ზომები

ნაწილი 1

საერთო დაცვითი ზომე