1. მხარეები თანხმდებიან, რომ ადმინისტრაციული თანამშრომლობა და დახმარება მნიშვნელოვანია ამ თავით მინიჭებული პრეფერენციული სატარიფო რეჟიმის განხორციელებისა და კონტროლისთვის და ხაზს უსვამენ მათ ვალდებულებას, ებრძოლონ დარღვევებსა და გაყალბებას საბაჟოზე და მასთან დაკავშირებულ საკითხებზე.
2. როდესაც ხელშემკვრელი მხარე, ობიექტური ინფორმაციის საფუძველზე, აღმოაჩენს, რომ მეორე ხელშემკვრელი მხარე ვერ უზრუნველყოფს ადმინისტრაციულ თანამშრომლობას ან დახმარებას და/ან ადგილი აქვს ამ თავით გათვალიწინებულ დარღვევას და გაყალბებას, აღნიშნულ მხარეს, ამ მუხლის შესაბამისად, შეუძლია დროებით შეაჩეროს პრეფერენციული რეჟიმი კონკრეტულ პროდუქტ(ებ)ზე.
3. ამ მუხლის მიზნებისთვის, მხარის მიერ ადმინისტრაციული თანამშრომლობის ან დახმარების მიწოდების ვერ შესრულება გულისხმობს შემდეგს:
(a) მუდმივად არ ხდება საქონლის წარმოშობის სტატუსის გადამოწმების ვალდებულებების შესრულება;
(b) ადგილი აქვს განმეორებით უარს ან დაუსაბუთებელ შეფერხებას წარმოშობის გადამოწმების და/ან ამ გადამოწმების შედეგების მიწოდების კუთხით;
(c) ადგილი აქვს მუდმივ უარს ან დაუსაბუთებელ შეფერხებას, პრეფერენციული რეჟიმის სარგებლობისათვის საჭირო დოკუმენტების აუთენტურობის ან ინფორმაციის სიზუსტის დასადგენი ვიზიტის განხორციელების ნებართვის მისაღებად
4. წინამდებარე მუხლის მიზნებისთვის, დარღვევის ან გაყალბების აღმოჩენა, მათ შორის, შესაძლებელია იმ შემთხვევაში, როცა დამაკმაყოფილებელი განმარტებების გარეშე ხდება საქონლის იმპორტის სწრაფი ზრდა, რაც აღემატება მხარის ჩვეულებრივ საწარმოო და საექსპორტო შესაძლებლობებს და რაც დაკავშირებულია დარღვევის ან გაყალბების შესახებ ობიექტურ ინფორმაციასთან.
5. დროებითი შეჩერების შესახებ გადაწყვეტილება უნდა მოხდეს შემდეგ შემთხვევებში:
(a) მხარე, რომელმაც ობიექტური ინფორმაციის საფუძველზე, აღმოაჩინა, რომ მეორე მხარე ვერ უზრუნველყოფს ადმინისტრაციულ თანამშრომლობას ან დახმარებას და/ან ადგილი აქვს მეორე მხარის მიერ დარღვევას ან გაყალბებას, ამ ობიექტურ ინფორმაციასთან ერთად თავისი აღმოჩენის შესახებ დაუყოვნებლივ აცნობებს ამ შეთანხმების 408-ე მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად განსაზღვრულ ვაჭრობის საკითხებზე ასოცირების კომიტეტს და შესაბამისი ინფორმაციის და ობიექტური გამოკვლევის საფუძველზე გამართავს კონსულტაციებს ამ კომიტეტში, რათა მიღწეულ იქნას ორივე მხარისათვის მისაღები გადაწყვეტილება.
(b) იმ შემთხვევაში, თუ მხარეებმა გამართეს კონსულტაციები ვაჭრობის საკითხებზე ასოცირების კომიტეტის ფარგლებში და კონსულტაციების დაწყების შესახებ შეტყობინებიდან სამი თვის თავზე ვერ მიიღეს ორივე მხარისათვის მისაღები გადაწყვეტილება, დაინტერესებულ მხარეს ეძლევა შესაძლებლობა დროებით შეაჩეროს პრეფერენციული რეჟიმი კონკრეტულ საქონელზე. პრეფერენციული რეჟიმის დროებითი შეჩერების შესახებ გადაწყვეტილება დაუყოვნებლივ უნდა ეცნობოს ვაჭრობის საკითხებზე ასოცირების კომიტეტს.
(c) ამ მუხლის შესაბამისად პრეფერენციული რეჟიმის დროებითი შეჩერება უნდა განხორციელდეს იმ ფარგლებში, რაც საჭიროა დაინტერესებული მხარის ფინანსური ინტერესების დასაცავად. ის არ უნდა აღემატებოდეს ექვსთვიან პერიოდს, რომლის განახლებაც შესაძლებელია, თუ არაფერი შეცვლილა იმ ვითარებაში, რომლის საფუძველზეც განხორციელდა თავდაპირველი შეჩერება. ვაჭრობის საკითხებზე ასოცირების კომიტეტის ფარგლებში უნდა გაიმართოს პერიოდული კონსულტაციები დროებითი შეჩერების ზომების თაობაზე და განსაკუთრებით მათ გაუქმებაზე, ზომების დაწესების საფუძვლების აღკვეთის შემდეგ.
6თითოეულმა მხარემ, შიდა პროცედურების გათვალისწიებით, უნდა გამოაქვეყნოს შეტყობინება იმპორტიორებისათვის, რომელიც ეხება: მე-5 პუნქტის „a“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შეტყობინებას; მე-5 პუნქტის „b“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ გადაწყვეტილებას და მე-5 პუნქტის „c“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ გაგრძელებას ან გაუქმება