1. 56(2)-ე მუხლის (d) ან (e) ქვეპუნქტებში მითითებული ზომებიდან ან არასატარიფო პრეფერენციული ზომებიდან სარგებლის მიღების მიზნით, საქონელი უნდა შეესაბამებოდეს ამ მუხლის მე-2 – 5 პუნქტებში მითითებულ პრეფერენციული წარმოშობის წესებს.

2. პრეფერენციული ზომებიდან სარგებლის მიმღები საქონლის შემთხვევაში, რომლებიც გათვალისწინებულია ევროკავშირის მიერ ევროკავშირის საბაჟო ტერიტორიის ფარგლებს გარეთ მყოფ გარკვეულ ქვეყნებთან ან ტერიტორიებთან ან ამ ქვეყნების ან ტერიტორიების ჯგუფებთან გაფორმებული შეთანხმებებით, პრეფერენციული წარმოშობის წესები უნდა განისაზღვროს ამ შეთანხმებებში.

3. პრეფერენციული ზომებიდან სარგებლის მიმღები საქონლის შემთხვევაში, რომლებიც ევროკავშირმა ცალმხრივად მიიღო ევროკავშირის საბაჟო ტერიტორიის ფარგლებს გარეთ მყოფ გარკვეულ ქვეყნებთან ან ტერიტორიებთან ან ამ ქვეყნების ან ტერიტორიების ჯგუფებთან მიმართებაში, გარდა მე-5 პუნქტში მითითებული ქვეყნებისა ან ტერიტორიებისა, კომისიამ უნდა მიიღოს ზომები, რომლებიც ადგენენ პრეფერენციული წარმოშობის წესებს.

ეს წესები უნდა ემყარებოდეს კრიტერიუმს, რომ ხდება საქონლის მთლიანად შეძენა, ან კრიტერიუმს, რომ საქონლის წარმოშობა ხდება საკმარისი გადამუშავების ან დამუშავების შედეგად.

4. ევროკავშირის საბაჟო ტერიტორიასა და სეუტასა და მელილიას შორის ვაჭრობაში გამოყენებული პრეფერენციული ზომებიდან სარგებლის მიმღები საქონლის შემთხვევაში, როგორც ეს გათვალისწინებულია „1985 წლის მიერთების აქტის“ მე-2 პროტოკოლით, პრეფერენციული წარმოშობის წესები მიღებულ უნდა იქნეს ამ პროტოკოლის მე-9 მუხლის შესაბამისად.

5. საზღვარგარეთის ქვეყნებისა და ევროკავშირთან ასოცირებული ტერიტორიების სასარგებლოდ პრეფერენციული შეთანხმებებით გათვალისწინებული პრეფერენციული ზომებიდან სარგებლის მიმღები საქონლის შემთხვევაში, პრეფერენციული წარმოშობის წესები მიღებულ უნდა იქნეს „ევროკავშირის ფუნქციონირების შესახებ ხელშეკრულების“ 203-ე მუხლის შესაბამისად.

6. თავისი საკუთარი ინიციატივით ან ბენეფიციარი ქვეყნის ან ტერიტორიის თხოვნით, კომისიას, გარკვეული საქონლის შემთხვევაში, შეუძლია ამ ქვეყანას ან ტერიტორიას მიანიჭოს მე-3 პუნქტში მითითებული პრეფერენციული წარმოშობის წესებიდან დროებითი გამონაკლისის დაშვების უფლება.

დროებითი გამონაკლისი გამართლებული უნდა იყოს ერთ-ერთი ქვემოთ ჩამოთვლილი მიზეზით:

(a) თუ შიდა ან გარე ფაქტორების ზემოქმედებით ბენეფიციარი ქვეყანა ან ტერიტორია კარგავს პრეფერენციული წარმოშობის წესების შესრულების უნარს;

(b) თუ ბენეფიციარი ქვეყანა ან ტერიტორია საჭიროებს დროს ამ წესების შესრულებისთვის მოსამზადებლად.

გამონაკლისის დაშვების შესახებ წერილობითი მოთხოვნა უნდა გაეგზავნოს კომისიას შესაბამისი ბენეფიციარი ქვეყნის ან ტერიტორიის მიერ. მოთხოვნაში აღნიშნული უნდა იყოს მეორე აბზაცით გათვალისწინებული მიზეზები, გამონაკლისის დაშვების საჭიროების დასაბუთება და მას თან უნდა ახლდეს სათანადო თანმხლები დოკუმენტები.

დროებითი გამონაკლისი უნდა შემოიფარგლებოდეს იმ შიდა ან გარე ფაქტორების ზემოქმედების ხანგრძლივობით, რომლებიც მას განაპირობებენ, ან იმ დროის ხანგრძლივობით, რომელიც ბენეფიციარ ქვეყანას ან ტერიტორიას ესაჭიროება ამ წესებთან შესაბამისობის უზრუნველსაყოფად.

გამონაკლისის დაშვების უფლების მინიჭების შემთხვევაში, შესაბამისმა ბენეფიციარმა ქვეყანამ ან ტერიტორიამ უნდა შეასრულოს ნებისმიერი განსაზღვრული მოთხოვნა კომისიისთვის მისაწოდებელ ინფორმაციასთან დაკავშირებით, რომელიც შეეხება გამონაკლისის დაშვების პროცედურის გამოყენებას და იმ მოცულობების მართვას, რომლებთან მიმართებაშიც ხდება ასეთი გამონაკლისის დაშვებ