1. კომისიამ განმახორციელებელი აქტების მეშვეობით უნდა მიიღოს 56(4)-ე მუხლში მითითებული სატარიფო კვოტებისა და იმპორტის ზღვრული დონის ერთგვაროვანი მართვისა და 56(5)-ე მუხლში მითითებული თავისუფალ მიმოქცევაში გაშვების ზედამხედველობის ან საქონლის ექსპორტის მართვის ზომები.
ეს განმახორციელებელი აქტები მიღებულ უნდა იქნეს 285(4)-ე მუხლში მოცემული შესწავლის პროცედურის შესაბამისად.
2. კომისიამ განმახორციელებელი აქტების მეშვეობით უნდა მიიღოს 57(4)-ე მუხლში მითითებული ზომები.
ეს განმახორციელებელი აქტები მიღებულ უნდა იქნეს 285(4)-ე მუხლში მოცემული შესწავლის პროცედურის შესაბამისად.
ამ ზომებთან დაკავშირებული გადაუდებელი აუცილებლობის საფუძველზე, რაც სათანადოდ არის დასაბუთებული კომბინირებული ნომენკლატურის სწორი და ერთგვაროვანი გამოყენების სწრაფად უზრუნველყოფის საჭიროებით, კომისიამ უნდა მიიღოს უშუალოდ გამოყენებადი განმახორციელებელი აქტები 285(5)-ე მუხლში მითითებული პროცედურის შესაბამისად.
თუ 285(1)-ე მუხლში მითითებული კომიტეტის დასკვნა მიიღება წერილობითი პროცედურის მეშვეობით, გამოიყენება 285(6)-ე მუხლი.
საქონლის წარმოშობა
სექცია 1
წარმოშობა შეღავათების გარეშე (არაპრეფერენციულ