1. გადახდას დაქვემდებარებული იმპორტის და ექსპორტის გადასახადი ემყარება საერთო საბაჟო ტარიფს.

ევროკავშირის იმ დებულებებით განსაზღვრული სხვა ზომები, რომლებიც არეგულირებენ საქონლით ვაჭრობასთან დაკავშირებულ კონკრეტულ სფეროებს, საჭიროების შემთხვევაში, გამოყენებულ უნდა იქნეს ამ საქონლის სატარიფო კლასიფიკაციის შესაბამისად.

2. საერთო საბაჟო ტარიფი შედგება ყველა შემდეგი პუნქტისგან:

(a) რეგულაციით No 2658/87/EEC დადგენილი საქონლის კომბინირებული ნომენკლატურა;

(b) ნებისმიერი სხვა ნომენკლატურა, რომელიც მთლიანად ან ნაწილობრივ ემყარება კომბინირებულ ნომენკლატურას ან რომელიც ითვალისწინებს მის დამატებით ქვედაყოფებს, და რომელიც დგინდება ევროკავშირის იმ დებულებებით, რომლებიც არეგულირებენ კონკრეტულ სფეროებს საქონლით ვაჭრობასთან დაკავშირებული სატარიფო ზომების გამოყენების მიზნით;

(c) კომბინირებული ნომენკლატურით გათვალისწინებული საქონლის მიმართ გამოყენებული ჩვეულებრივი ან ნორმალური ავტონომიური საბაჟო გადასახადი;

(d) იმ შეთანხმებებში მოცემული პრეფერენციული ტარიფების დაწესების ზომები, რომლებიც ევროკავშირმა დადო ევროკავშირის საბაჟო ტერიტორიის ფარგლებს გარეთ მდებარე გარკვეულ ქვეყნებთან ან ტერიტორიებთან, ან ამ ქვეყნების ან ტერიტორიების ჯგუფებთან;

(e) ევროკავშირის მიერ ცალმხრივად მიღებული პრეფერენციული ტარიფების დაწესების ზომები ევროკავშირის საბაჟო ტერიტორიის ფარგლებს გარეთ მდებარე გარკვეულ ქვეყნებთან ან ტერიტორიებთან, ან ამ ქვეყნების ან ტერიტორიების ჯგუფებთან დაკავშირებით;

(f) ავტონომიური ზომები, რომლებიც ითვალისწინებენ გარკვეულ საქონელზე საბაჟო გადასახადის შემცირებას ან მისგან გათავისუფლებას;

(g) გარკვეული საქონლისთვის დადგენილი შეღავათიანი საბაჟო სატარიფო რეჟიმი, მათი ხასიათიდან ან მიზნობრივი დანიშნულებით გამოყენებიდან გამომდინარე, (c) – (f) ან (h) ქვეპუნქტებით გათვალისიწნებული ზომების ფარგლებში;

(h) ევროკავშირის სასოფლო-სამეურნეო ან კომერციული ან სხვა სახის კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა სატარიფო ზომები.

3. იმ შემთხვევაში, როცა მოცემული საქონელი აკმაყოფილებს მე-2 პუნქტის (d) – (g) ქვეპუნქტებში მითითებული ზომებით გათვალისწინებულ პირობებს, ამ დებულებებში მითითებული ზომები, დეკლარაციის წარმდგენი პირის მიმართვისას, გამოიყენება ამ პუნქტის (c) ქვეპუნქტით გათვალიწინებული ზომების ნაცვლად. ამ ზომების გამოყენება შეიძლება მოხდეს რესტროსპექტულად, იმ პირობით, თუ დაცულია შესაბამისი ზომით ან კოდექსით განსაზღვრული ვადები და პირობები.

4. თუ მე-2 პუნქტის (d) – (g) ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ზომების გამოყენება ან ამავე პუნქტის (h) ქვეპუნქტით გათვალისწინებული ზომებისგან გათავისუფლება შემოიფარგლება იმპორტის ან ექსპორტის გარკვეული მოცულობით, ეს გამოყენება ან გათავისუფლება, სატარიფო კვოტების შემთხვევაში, უნდა შეწყდეს მაშინვე, როგორც კი მიღწეული იქნება იმპორტის ან ექსპორტის კონკრეტული მოცულობა.

იმპორტის ზღვრული დონის შემთხვევაში, ეს გამოყენება უნდა შეწყდეს ევროკავშირის სამართლებრივი აქტის მეშვეობით.

5. საქონლის თავისუფალ მიმოქცევაში გაშვება ან ექსპორტი, რომელთა მიმართაც გამოიყენება 1-ლ და მე-2 პუნქტებში მითითებული ზომები, შეიძლება დაექვემდებაროს ზედამხედველობა