1. მთლიანად ერთ ქვეყანასა ან ტერიტორიაზე შეძენილი საქონელი უნდა მიჩნეულ იქნეს ამ ქვეყანაში ან ტერიტორიაზე წარმოშობილად.
2. ის საქონელი, რომლის წარმოებაც მოიცავს ერთზე მეტ ქვეყანას ან ტერიტორიას, უნდა ჩაითვალოს იმ ქვეყანასა ან ტერიტორიაზე წარმოშობილად, სადაც მან გაიარა თავისი ბოლო, არსებითი, ეკონომიკურად დასაბუთებული გადამუშავება ან დამუშავება ამ მიზნით აღჭურვილ საწარმოში, რის შედეგადაც შეიქმნა ახალი პროდუქტი ან რომელიც წარმოადგენს წარმოების მნიშვნელოვან ეტაპ