1. საერთო საბაჟო ტარიფის გამოსაყენებლად, საქონლის სატარიფო კლასიფიკაცია მოიცავს კომბინირებული ნომენკლატურის ერთ-ერთი ქვესათაურის ან დამატებითი ქვედანაყოფის განსაზღვრას, რომლის მიხედვითაც ხდება ამ საქონლის კლასიფიცირება.

2. არასატარიფო ზომების გამოსაყენებლად, საქონლის სატარიფო კლასიფიკაცია მოიცავს კომბინირებული ნომენკლატურის ან რომელიმე სხვა ნომენკლატურის ერთ-ერთი ქვესათაურის ან დამატებითი ქვედანაყოფის განსაზღვრას, რომელიც დადგენილია ევროკავშირის სამართლის ნორმებით და რომელიც მთლიანად ან ნაწილობრივ ეფუძნება კომბინირებულ ნომენკლატურას ან რომელიც უზრუნველყოფს მის დამატებით ქვედანაყოფებს, რომლის მიხედვითაც ხდება აღნიშნული საქონლის კლასიფიცირება.

3. 1-ლი და მე-2 პუნქტებით განსაზღვრული ქვესათაური ან დამატებითი ქვედაყოფა გამოიყენება ამ ქვესათაურთან დაკავშირებული ზომების გამოყენების მიზნით.

4. კომისიამ შეიძლება მიიღოს ზომები საქონლის სატარიფო კლასიფიკაციის განსაზღვრისთვის 1-ლი და მე-2 პუნქტების შესაბამისა