1. საბაჟო ორგანოები გადასახადებს არ აწესებენ საბაჟო კონტროლის პროცედურების შესრულებაზე ან საბაჟო კანონმდებლობის რაიმე სხვა სახით გამოყენებაზე მათი შესაბამისი საბაჟო სამსახურების ოფიციალური სამუშაო საათების განმავლობაში.

2. საბაჟო ორგანოებს შეუძლიათ გადასახადების დაწესება ან დანახარჯების ზღვევინება შემდეგი კონკრეტული მომსახურებების გაწევის შემთხვევაში:

(a) მოთხოვნის შემთხვევაში, საბაჟოს პერსონალის ადგილზე ყოფნა სამუშაო საათების შემდეგ ან იმ შენობა-ნაგებობებში ყოფნა, რომლებიც არ წარმოადგენენ საბაჟოს შენობა-ნაგებობებს;

(b) ანალიზები ან ექსპერტიზის დასკვნები საქონელზე და განმცხადებლისთვის საქონლის დასაბრუნებლად საფოსტო მომსახურების გადასახადებზე, კერძოდ, 33-ე მუხლის შესაბამისად მიღებულ გადაწყვეტილებებთან ან მე-14(1) მუხლის შესაბამისად ინფორმაციის მიწოდებასთან დაკავშირებით;

(c) შემოწმების მიზნით საქონლის გამოკვლევის ან სინჯის აღებისას, ან საქონლის განადგურებისას, იმ შემთხვევაში, თუ ხდება საბაჟო პერსონალის გამოყენების ხარჯის გარდა სხვა ხარჯების გაღება;

(d) კონტროლის განსაკუთრებული ზომები, იმ შემთხვევაში, თუ ისინი აუცილებელია საქონლის ხასიათიდან ან პოტენციური რისკიდან გამომდინარე.

თავი 3

ვალუტის კონვერტაცია და ვადე