საბაჟო კონტროლის პროცედურების დაცვის მიზნით, საბაჟო ორგანოებს შეუძლიათ შეამოწმონ საბაჟო დეკლარაციაში, საბაჟო საწყობში საქონლის დროებითი შენახვის დეკლარაციაში, საქონლის საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანის დეკლარაციაში, საქონლის გასვლის შემაჯამებელ დეკლარაციაში, რეექსპორტის დეკლარაციაში ან რეექსპორტის შეტყობინებაში მითითებული ინფორმაციის სიზუსტე და სისრულე და ნებისმიერი თანმხლები დოკუმენტის ნამდვილობა, და შეუძლიათ შეისწავლონ დეკლარაციის წარმდგენი პირის ანგარიშები და მოცემულ საქონელთან დაკავშირებული ოპერაციების ან იმ მანამდე ან შემდგომ განხორციელებულ კომერციულ ოპერაციებთან დაკავშირებული სხვა ჩანაწერები, რომლებშიც მონაწილეობს მოცემული საქონელი მათი გაშვების შემდეგ. ამ ორგანოებს აგრეთვე შეუძლიათ შეისწავლონ ეს საქონელი ან/და აიღონ სინჯები იმ შემთხვევაში, თუ მათ ჯერ კიდევ შეუძლიათ ამის გაკეთება.
ეს კონტროლი შეიძლება განხორციელდეს საქონლის მფლობელის ან მისი წარმომადგენლის, ნებისმიერი სხვა პირის, რომელიც პირდაპირ ან არაპირდაპირ მონაწილეობს ამ ოპერაციებში მისი საქმიანობის ფარგლებში, ან ამ დოკუმენტებისა და მონაცემების მფლობელი სხვა ნებისმიერი პირის შენობა-ნაგებობებშ