1. საჩივრის შეტანამ არ უნდა გამოიწვიოს გასაჩვრებული გადაწყვეტილების განხორციელების შეჩერება.

2. თუმცა, საბაჟო ორგანოებმა უნდა შეაჩერონ ამ გადაწყვეტილების განხორციელება მთლიანად ან ნაწილობრივ იმ შემთხვევაში, თუ მათ გააჩნიათ საკმარისი საფუძველი იფიქრონ, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ შეესაბამება საბაჟო კანონმდებლობას ან რომ მოცემულ პირს შეიძლება გამოუსწორებელი ზიანი მიადგეს.

3. მე-2 პუნქტში მითითებულ შემთხვევებში, როდესაც სადაო გადაწყვეტილება იწვევს იმპორტის ან ექსპორტის გადასახდელის გადახდას, ამ გადაწყვეტილების განხორციელების შეჩერება ძალაში იქნება გარანტიის უზრუნველყოფის პირობით, თუ დოკუმენტებზე დაყრდნობით გაკეთებული შეფასების საფუძველზე არ დადგინდება, რომ ეს გარანტია სავარაუდოდ მოვალეს შეუქმნის სერიოზულ ეკონომიკურ ან სოციალურ სირთულეებს.

სექცია 7

საქონლის კონტრო