1. იმ შემთხვევაში, როცა იგივე საქონელთან დაკავშირებით, კონტროლი, გარდა საბაჟო კონტროლის პროცედურებისა, უნდა განხორციელდეს შესაბამისი ორგანოების მიერ (გარდა საბაჟო ორგანოებისა), საბაჟო ორგანოები ამ სხვა ორგანოებთან მჭიდრო თანამშრომლობით უნდა შეეცადონ განახორციელებინონ აღნიშნული კონტროლი თუ ეს შესაძლებელია იგივე დროსა და ადგილზე, როდესაც და სადაც ხორციელდება საბაჟო კონტროლი („ერთი ფანჯრის“ პრინციპი), ხოლო საბაჟო ორგანოებს ამ მიზნის მიღწევის პროცესში ექნებათ მაკოორდინირებელი ფუნქცია.
2. ამ სექციაში მითითებული კონტროლის ფარგლებში, თუ ეს აუცილებელია რისკის მინიმუმამდე შემცირებისა და თაღლითობასთან ბრძოლის მიზნებისთვის, საბაჟო და სხვა შესაბამის ორგანოებს შეუძლიათ ერთმანეთში და კომისიასთან გაცვალონ მონაცემები, რომლებიც მიღებულია იმ საქონლის შემოტანის, გატანის, ტრანზიტის, გადაადგილების, შენახვისა და მიზნობრივი დანიშნულებით გამოყენების, მათ შორის საფოსტო გადაზიდვის კონტექსტში, რომელსაც გადაადგილებენ ევროკავშირის საბაჟო ტერიტორიასა და ამ ტერიტორიის ფარგლებს გარეთ არსებულ ქვეყნებსა ან ტერიტორიებს შორის, აგრეთვე მონაცემები ევროკავშირის საბაჟო ტერიტორიაზე ევროკავშირის საქონლის სტატუსის არმქონე საქონლის და მიზნობრივი დანიშნულებით გამოყენების სასაქონლო ოპერაციაში მოქცეული საქონლის ყოფნისა და გადაადგილების, და ნებისმიერი კონტროლის შედეგების შესახებ. საბაჟო ორგანოებმა და კომისიამ აგრეთვე შეიძლება მოახდინონ ამ მონაცემების ერთმანეთში გაცვლა საბაჟო კანონმდებლობის ერთგვაროვანი გამოყენების უზრუნველსაყოფა