1. საბაჟო ორგანოებს შეუძლიათ განახორციელონ ის საბაჟო კონტროლის პროცედურები, რომლებსაც ისინი საჭიროდ მიიჩნევენ.
საბაჟო კონტროლი, კერძოდ, შეიძლება შედგებოდეს საქონლის შესწავლის, ნიმუშების აღების, დეკლარაციაში ან შეტყობინებაში წარმოდგენილი ინფორმაციის სიზუსტისა და სისრულის შემოწმების და დოკუმენტების არსებობის, ავთენტურობის, სიზუსტისა და ნამდვილობის, ეკონომიკური ოპერატორების ანგარიშებისა და სხვა ჩანაწერების შემოწმების, სატრანსპორტო საშუალებების დათვალიერების, პირების მიერ გადატანილი ბარგისა და სხვა საქონლის დათვალიერების, ანკეტის შევსების პროცედურისა და სხვა მსგავსი მოქმედებების ჩატარებისგან.
2. საბაჟო კონტროლის პროცედურები, გარდა შემთხვევითი შემოწმებებისა, უპირველესად ეფუძნება რისკის ანალიზს ელექტრონულ მონაცემთა დამუშავების მეთოდების გამოყენებით, რისკების იდენტიფიცირებისა და შეფასებისა და საჭირო კონტრზომების შემუშავების მიზნით, სახელმწიფო, ევროკავშირის და სადაც ეს შესაძლებელია, საერთაშორისო დონეზე შემუშავებული კრიტერიუმების საფუძველზე.
3. საბაჟო კონტროლი უნდა განხორციელდეს რისკის მართვის ერთიანი ჩარჩოს ფარგლებში, საბაჟო ადმინისტრაციებს შორის რისკის შესახებ ინფორმაციისა და რისკის ანალიზის შედეგების გაცვლის საფუძველზე, და რისკის საერთო კრიტერიუმებისა და სტანდარტების, საკონტროლო ზომებისა და კონტროლის პრიორიტეტული ზონების დადგენით.
ამ ინფორმაციასა და კრიტერიუმებზე დამყარებული კონტროლი უნდა განხორციელდეს 1-ლი პუნქტის ან სხვა მოქმედი სამართლის ნორმების შესაბამისად განხორციელებული სხვა კონტროლის შეუზღუდავად.
4. საბაჟო ორგანოებმა უნდა განახორციელონ რისკის მართვა, რათა ერთმანეთისგან განასხვავონ საბაჟო კონტროლს და ზედამხედველობას დაქვემდებარებულ საქონელთან დაკავშირებული რისკის დონეები, და განსაზღვრონ, დაექვემდებარება თუ არა საქონელი განსაკუთრებულ საბაჟო კონტროლს და თუ ასე მოხდება, რა შემთხვევაში.
რისკის მართვა უნდა მოიცავდეს ისეთ ღონისძიებებს, როგორიცაა მონაცემებისა და ინფორმაციის შეგროვება, რისკის ანალიზი და შეფასება, მოქმედებების განსაზღვრა და განხორციელება და ამ პროცესისა და მისი შედეგების რეგულარული მონიტორინგი და განხილვა საერთაშორისო, ევროკავშირისა და ეროვნულ წყაროებსა და სტრატეგიებზე დაყრდნობით.
5. საბაჟო ორგანოებმა უნდა გაცვალონ რისკის შესახებ ინფორმაცია და რისკის ანალიზის შედეგები იმ შემთხვევაში, როცა:
(a) საბაჟო ორგანო რისკს აფასებს, როგორც სერიოზულს, რომელიც საჭიროებს საბაჟო კონტროლს, და კონტროლის შედეგებით დგინდება, რომ ადგილი ჰქონდა რისკების გამომწვევ მოვლენას; ან
(b) კონტროლის შედეგებით არ დგინდება, რომ ადგილი ჰქონდა რისკების გამომწვევ მოვლენას, თუმცა, მოცემული საბაჟო ორგანო მიიჩნევს, რომ არსებული საფრთხე ევროკავშირის სხვა ადგილებში მაღალი რისკის შემცველია.
6. რისკის საერთო კრიტერიუმებისა და სტანდარტების, მე-3 პუნქტში მითითებული კონტროლის ზომებისა და პრიორიტეტული კონტროლის ზონების დასადგენად მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული ყველა შემდეგი ფაქტორი:
(a) თანაზომიერება რისკთან მიმართებაში;
(b) კონტროლის ზომების აუცილებელი გამოყენების გადაუდებლობა;
(c) ვაჭრობის საშუალებებზე, ინდივიდუალურ წევრ სახელმწიფოებსა და კონტროლის საშუალებებზე შესაძლო ზემოქმედება.
7. მე-3 პუნქტში მითითებული რისკის საერთო კრიტერიუმები და სტანდარტები უნდა მოიცავდნენ ყველა ქვემოთ ჩამოთვლილს:
(a) რისკების აღწერილობას;
(b) საბაჟო კონტროლის მიზნით საქონლის ან ეკონომიკური ოპერატორების შერჩევის პროცესში გამოსაყენებელი რისკის ფაქტორები ან მაჩვენებლები;
(c) საბაჟო ორგანოების მიერ განსახორციელებელი საბაჟო კონტროლის პროცედურების ხასიათი;
(d) ქვეპუნქტში მითითებული საბაჟო კონტროლის პროცედურების გამოყენების ხანგრძლივობა.
8. პრიორიტეტული კონტროლის ზონები უნდა მოიცავდნენ იმ კონკრეტულ სასაქონლო ოპერაციებს, საქონლის სახეობებს, სამოძრაო გზებს, ტრანსპორტის სახეობებს ან ეკონომიკურ ოპერატორებს, რომლებიც ექვემდებარება რისკის ანალიზისა და საბაჟო კონტროლის გაზრდილ დონეებს გარკვეული პერიოდის განმავლობაში, იმ სხვა კონტროლის შეუზღუდავად, რომელიც ჩვეულებრივ ხორციელდება საბაჟო ორგანოების მიე