1. საბაჟო კონტროლის პროცედურების მიზნებისთვის, შესაბამისმა პირებმა უნდა შეინახონ მე-15(1) მუხლში მითითებული დოკუმენტები და ინფორმაცია მინიმუმ სამი წლის ვადით, იმ ნებისმიერი საშუალებით, რომლებზეც აქვთ წვდომა და რომლებსაც ეთანხმებიან საბაჟო ორგანოები.
თავისუფალ მიმოქცევაში გაშვებული საქონლის შემთხვევაში იმ გარემოებებში, რომლებიც არ არის გათვალისწინებული მესამე აბზაცით, ან ექსპორტისთვის დეკლარირებული საქონლის შემთხვევაში, ეს პერიოდი უნდა დაიწყოს იმ წლის ბოლოდან, რომელშიც მიღებულ იქნა საქონლის თავისუფალ მიმიქცევაში გაშვების ან ექსპორტის საბაჟო დეკლარაციები.
თავისუფალ მიმოქცევაში გაშვებული უბაჟო საქონლის ან მისი მიზნობრივი დანიშნულებით გამოყენების გამო იმპორტის გადასახადის შემცირებული განაკვეთით გაშვებული საქონლის შემთხვევაში, ეს პერიოდი უნდა დაიწყოს იმ წლის ბოლოდან, რომელშიც აღნიშნული საქონელი აღარ ექვემდებარება საბაჟო ზედამხედველობას.
სხვა სასაქონლო ოპერაციას ან დროებით დასაწყობებას დაქვემდებარებული საქონლის შემთხვევაში, ეს პერიოდი უნდა დაიწყოს იმ წლის ბოლოდან, რომელშიც მოცემული სასაქონლო ოპერაცია ამოქმედდა ან დროებითი დასაწყობების პროცედურა დასრულდა.
2. 103(4)-ე მუხლის დაურღვევლად, თუ საბაჟო დავალიანებასთან დაკავშირებული საბაჟო კონტროლი გამოავლენს, რომ ანგარიშებში შესაბამისი პუნქტი უნდა შესწორდეს და შესაბამის პირს ეცნობა ამის შესახებ, დოკუმენტები და ინფორმაცია შენახულ უნდა იქნეს ამ მუხლის 1-ლი პუნქტით გათვალისწინებული ვადის შემდეგ სამი წლის განმავლობაში.
იმ შემთხვევაში, როცა შეტანილ იქნა საჩივარი ან დაიწყო სასამართლო წარმოება, დოკუმენტები და ინფორმაცია შენახულ უნდა იქნეს 1-ლი პუნქტით გათვალისწინებული ვადით ან მანამ, სანამ შეწყდება გასაჩივრების პროცედურა ან სამართალწარმოება, იქიდან გამომდინარე, ამ ორი პროცედურიდან რომელიც უფრო გვიან მოხდებ