1. თუ სხვაგვარად არ არის გათვალისწინებული, იმ შემთხვევაში, როცა საბაჟო კანონმდებლობაში განსაზღვრულია პერიოდი, თარიღი ან ვადა, ეს პერიოდი არ უნდა გაგრძელდეს ან შემცირდეს და ეს თარიღი ან ვადა არ უნდა გადავადდეს ან გადატანილ იქნეს მომავალში.

2. „პერიოდებზე, თარიღებსა და ვადებზე მოქმედი წესების განსაზღვრის შესახებ“ საბჭოს 1971 წლის 3 ივნისის რეგულაციით (EEC, Euratom) No 1182/71/EEC[2], გათვალისწინებული პერიოდებზე, თარიღებსა და ვადებზე მოქმედი წესები გამოიყენება გარდა იმ შემთხვევისა, როცა სხვაგვარად არის გათვალისწინებული საბაჟო კანონმდებლობით.

კარი II

ფაქტორები, რომელთა საფუძველზეც გამოიყენება იმპორტის ან ექსპორტის გადასახადი და საქონლით ვაჭრობასთან დაკავშირებული სხვა ზომები

თავი 1

საერთო საბაჟო ტარიფი და საქონლის სატარიფო კლასიფიკაც