1. კომისიამ განმახორციელებელი აქტების მეშვეობით უნდა მიიღოს ზომები, რათა უზრუნველყოს საბაჟო კონტროლის პროცედურების, რისკის შესახებ ინფორმაციისა და რისკის ანალიზის შედეგების გაცვლის ჩათვლით, რისკის საერთო კრიტერიუმებისა და სტანდარტების, კონტროლის ზომებისა და პრიორიტეტული კონტროლის ზონების ერთგვაროვანი გამოყენება 46(3)-ე მუხლის თანახმად.

ეს განმახორციელებელი აქტები მიღებული უნდა იქნეს 285(4)-ე მუხლში მოცემული შესწავლის პროცედურის შესაბამისად.

ამ ზომებთან დაკავშირებული გადაუდებელი აუცილებლობის საფუძველზე, რაც დასაბუთებულია რისკის მართვის საერთო ჩარჩოს სწრაფად განახლებისა და რისკის შესახებ ინფორმაციისა და ანალიზის გაცვლის, რისკის საერთო კრიტერიუმებისა და სტანდარტების, კონტროლის ზომებისა და პრიორიტეტული კონტროლის ზონების რისკების შეფასებასთან ადაპტირების საჭიროებით, კომისიამ უნდა მიიღოს უშუალოდ გამოყენებადი განმახორციელებელი აქტები 285(5)-ე მუხლში მითითებული პროცედურის შესაბამისად.

თუ 285(1)-ე მუხლში მითითებული კომიტეტის დასკვნის მიღება უნდა მოხდეს წერილობითი პროცედურის მეშვეობით, გამოიყენება 285(6)-ე მუხლი.

2. კომისიამ განმახორციელებელი აქტების მეშვეობით უნდა განსაზღვროს ის პორტები და აეროპორტები, სადაც, 49-ე მუხლის შესაბამისად, საბაჟო კონტროლის პროცედურები და ფორმალობები ვრცელდება შემდეგზე:

(a) იმ პირების ხელბარგსა და ჩასაბარებელ ბარგზე:

(i) რომლებიც რეისს ასრულებენ იმ თვითმფრინავით, რომელიც მიფრინავს არა ევროკავშირის სახელმწიფოს აეროპორტიდან და რომელიც ევროკავშირის სახელმწიფოს აეროპორტში გაჩერების შემდეგ, ფრენას აგრძელებს ევროკავშირის სხვა სახელმწიფოს აეროპორტში;

(ii) რომლებიც რეისს ასრულებენ იმ თვითმფრინავით, რომელიც არა ევროკავშირის სახელმწიფოს აეროპორტში ფრენის გაგრძელებამდე ჩერდება ევროკავშირის სახელმწიფოს აეროპორტში;

(iii) რომლებიც სარგებლობენ იმავე ხომალდის მიერ შეთავაზებული საზღვაო გადაადგილების მომსახურებით და რომლებიც თანამიმდევრულად ახორციელებენ რეისებს არა ევროკავშირის პორტიდან გასვლით, პორტში შესვლით ან შეწყვეტით;

(iv) რომლებიც იმყოფებიან სასეირნო კატარღაზე და ტურისტულ ან სამსახურებრივ საჰაერო ხომალდზე;

(a) იმ ხელბარგსა და ჩასაბარებელ ბარგზე:

(i) რომელიც ევროკავშირის აეროპორტში ჩადის არა ევროკავშირის სახელმწიფოს აეროპორტიდან მოფრენილი საჰაერო ხომალდის მეშვეობით და ამ აეროპორტში გადადის სხვა საჰაერო ხომალდზე, რომელიც ასრულებს შიდა რეისს ევროკავშირის ტერიტორიაზე;

(ii) რომელიც იტვირთება ევროკავშირის აეროპორტში იმ საჰაერო ხომალდზე, რომელიც ასრულებს სატრანსფერო შიდა რეისს ევროკავშირის ტერიტორიაზე ევროკავშირის სხვა აეროპორტის მიმართულებით და შემდეგ იტვირთება იმ საჰაერო ხომალდზე, რომლის საბოლოო დანიშნულების პუნქტი არის არა ევროკავშირის აეროპორტი.

ეს განმახორციელებელი აქტები მიღებული უნდა იქნეს 285(4)-ე მუხლში მითითებული შესწავლის პროცედურის შესაბამისად.

სექცია 8

დოკუმენტებისა და სხვა ინფორმაციის შენახვა, და გადასახადები და ხარჯე