1. იმ შემთხვევაში, როცა წარმოშობა მითითებულია საბაჟო დეკლარაციაში საბაჟო კანონმდებლობის შესაბამისად, საბაჟო ორგანოებს უფლება აქვთ დეკლარაციის წარმდგენ პირს მოსთხოვონ საქონლის წარმოშობის დადასტურება.
2. იმ შემთხვევაში, როცა საქონლის წარმოშობის სერტიფიკატის წარმოდგენა ხდება საბაჟო კანონმდებლობის ან ევროკავშირის იმ სხვა კანონმდებლობის შესაბამისად, რომელიც არეგულირებს კონკრეტულ სფეროებს, საბაჟო ორგანოებს, გონივრული ეჭვის შემთხვევაში, შეუძლიათ მოითხოვონ რაიმე დამატებითი საბუთი, რომელიც საჭიროა იმის უზრუნველსაყოფად, რომ წარმოშობის მითითება შეესაბამებოდეს ევროკავშირის შესაბამისი კანონმდებლობით განსაზღვრულ წესებს.
3. იმ შემთხვევაში, როცა ვაჭრობის საჭიროებები ამას მოითხოვს, ევროკავშირში შეიძლება გაიცეს წარმოშობის დამადასტურებელი დოკუმენტი დანიშნულების ქვეყანაში ან ტერიტორიაზე მოქმედი წარმოშობის წესების ან ნებისმიერი სხვა მეთოდის შესაბამისად, რომლითაც დგინდება ის ქვეყანა, რომელშიც საქონელი მთლიანად იქნა შეძენილი ან განიცადა საკმარისი საბოლოო დამუშავება/გადამუშავებ