წინამდებარე თავით გათვალისწინებული შემთხვევების გარდა, იმპორტიორმა მხარემ შეიძლება უარი თქვას პრეფერენციული სატარიფო რეჟიმის მოთხოვნაზე, თუ:
საქონელი არ აკმაყოფილებს წინამდებარე თავით დადგენილ მოთხოვნებს;
იმპორტიორი, ექსპორტიორი ან მწარმოებელი ვერ ასრულებს წინამდებარე თავით გათვალისწინებულ შესაბამის მოთხოვნებს;
წარმოშობის სერტიფიკატი არ აკმაყოფილებს წინამდებარე თავით დადგენილ მოთხოვნებს; ან
მე-19 მუხლის (წარმოშობის შემოწმება) მე-4 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში.
პრეფერენციული სატარიფო რეჟიმის მოთხოვნაზე უარის თქმის შემთხვევაში, იმპორტიორი მხარის საბაჟო ხელისუფლება ვალდებულია წერილობით შეატყობინოს იმპორტიორს ასეთი გადაწყვეტილების მიზეზებ