წინამდებარე თავის შესაბამისად, თითოეული მხარე უზრუნველყოფს თავისი საბაჟო პროცედურებისა და წესების პროგნოზირებადობას, თანამიმდევრულობასა და გამჭვირვალობას და ვაჭრობის ხელშეწყობას.
ხარჯებისა და ვაჭრობაში გაუმართლებელი შეფერხებების შემცირების მიზნით, მხარეები გამოიყენებენ ეფექტიან საბაჟო პროცედურებს, რომლებიც, საჭიროების შემთხვევაში, ემყარება საერთაშორისო სტანდარტებს, კერძოდ, მსოფლიო საბაჟო ორგანიზაციის სტანდარტებსა და რეკომენდებულ წესებს, მათ შორის, „საბაჟო პროცედურების გამარტივებისა და ჰარმონიზაციის შესახებ“ საერთაშორისო კონვენციის პრინციპებს (ცვლილებების გათვალისწინებთ), ცნობილი „გადასინჯული კიოტოს კონვენციის“ სახელით.
მხარეთა შორის საქონლით ვაჭრობის სფეროში აუცილებელი კონტროლის ზომებს, ფორმალობებს და დოკუმენტებს მხარეები დაიყვანენ იმ ოდენობამდე, რომელიც აუცილებელი და საჭიროა კანონით გათვალისწინებული მოთხოვნების დაცვის უზრუნველსაყოფად, რითაც მაქსიმალურად გაამარტივებენ შესაბამის პროცედურებს.
თითოეული მხარის საბაჟო ადმინისტრაცია პერიოდულად გადასინჯავს თავის საბაჟო პროცედურებს მათი გამარტივების შესაძლებლობათა შესწავლისა და საერთაშორისო ვაჭრობის ხელშესაწყობად ორმხრივად ხელსაყრელი მექანიზმების გაუმჯობესების მიზნი