წარმოშობის სერტიფიკატი შემდგომი შემოწმება შეიძლება განხორციელდეს შემთხვევითობის საფუძველზე ან როდესაც იმპორტიორი მხარის საბაჟო ორგანოებს აქვთ საფუძვლიანი ეჭვი ამ დოკუმენტების ავთენტურობასთან, საქონლის წარმოშობის სტატუსთან ამ წინამდებარე თავის სხვა მოთხოვნების შესრულებასთან დაკავშირებით. იმპორტიორი ქვეყნის საბაჟო ორგანოებმა წარმოშობის შემოწმება შეიძლება განახორციელონ შემდეგი საშუალებებით:
იმპორტიორისგან დამატებითი ინფორმაციის მოთხოვნით;
ექსპორტიორი მხარის საბაჟო ადმინისტრაციისაგან ადმინისტრაციული დახმარების თხოვნით, რათა განახორციელონ დამოწმება; ან
ექსპორტიორი მხარის საბაჟო ხელისუფლებისა და ექსპორტიორის ან მწარმოებლის წერილობითი ნებართვით შემოწმების ვიზიტის განხორციელება ექსპორტიორი მხარეში, მხარეთა საბაჟო ხელისუფლებების მიერ ერთობლივად დადგენილი წესით.
იმპორტიორი ქვეყნის საბაჟო ორგანომ, რომელიც ექსპორტიორ მხარეს სთხოვს შემოწმებას 1 (b) და 1 (c) ქვეპუნქტების შესაბამისად, უნდა განახორციელოს ექსპორტიორი მხარის საბაჟო ხელისუფლებასთან წერილობით კომუნიკაცია და უნდა მიუთითოს მიზეზები, წარადგინოს ნებისმიერი დოკუმენტი და ინფორმაცია, რათა დაასაბუთოს შემოწმების მოთხოვნის მიზანი.
ამ მუხლის პირველ პუნქტში მითითებულმა იმპორტიორმა, ექსპორტიორმა, მწარმოებელმა ან ექსპორტიორმა მხარის საბაჟო ორგანოებმა, რომელიც იღებს მოთხოვნას შემოწმების თაობაზე, უნდა უპასუხოს მოთხოვნას დაუყოვნებლივ, მაგრამ არაუგვიანეს შემოწმების თაობაზე შუამდგომლობის დაყენების თარიღიდან ექვსი თვისა.
თუ შემოწმების თაობაზე შუამდგომლობის დაყენების თარიღიდან ექვს თვეში არ იქნება პასუხი მიღებული, ან თუ პასუხი არ შეიცავს საკმარის ინფორმაციას დოკუმენტის ან განსახილველი საქონლის წარმოშობის სტატუსის აუთენტურობის დასადგენად, შუამდგომლობის წარმდგენ საბაჟო ორგანოს შეუძლია უარი განაცხადოს პრეფერენციულ სატარიფო რეჟიმზ