წინამდებარე შეთანხმების შესაბამისად, პრეფერენციული სატარიფო რეჟიმი უნდა მიეცეს მხოლოდ წარმოშობის მქონე პროდუქტებს, რომელთა ტრანსპორტირებაც ხება პირდაპირ მხარეთა შორის.
პირველი პუნქტის მიუხედავად, საქონელი, რომლის ტრანსპორტირებაც მოიცავს ერთი ან მეტი არახელშემკვრელი მხარის ტრანზიტს, ამ არახელშემკვრელი მხარეების ტერიტორიაზე გადაზიდვებით ან 6 თვემდე შენახვით ან აღნიშნულის გარეშე, მიჩნეული უნდა იქნეს, როგორც მხარეთა შორის პირდაპირ ტრანსპორტირებულად, იმ პირობით, თუ:
საქონლის ტრანზიტული შესვლა გამართლებულია გეოგრაფიული მიზეზით ან ექსკლუზიურად სატრანსპორტო მოთხოვნების გათვალისწინებით;
არ გაუვლია რაიმე სხვა ოპერაცია, გარდა გადმოტვირთვის და ხელახალი დატვირთვის, ან სხვა რომელიმე ოპერაცია, რომელიც საჭიროა მათი ვარგისიანობის შენარჩუნებისთვის; და
არახელშემკვრელი მხარეების ტერიტორიაზე ტრანზიტისას, საქონელი დარჩება საბაჟო კონტროლის ქვეშ.
მე-2 პუნქტის დადგენილი მოთხოვნების დაცვა დადასტურებული უნდა იქნეს იმპორტიორი მხარის საბაჟო ორგანოებისათვის არახელშემკვრელი მხარეების საბაჟო დოკუმენტების ან იმპორტიორი მხარის საბაჟო ორგანოების მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად ნებისმიერი სხვა დოკუმენტების წარდგენით.
ნაწილი 2
წარმოშობის განხორციელების პროცედურე