საქონელთან წარმოდგენილი და კლასიფიცირებული  აქსესუარები, სათადარიგო ნაწილები და ინსტრუმენტები, მიჩნეული უნდა იქნეს, როგორც საქონლის ნაწილი, თუ:

მათი ანგარიშ-ფაქტურა გამოწერილია საქონელთან ერთად; და

მათი რაოდენობა და ღირებულება კომერციულად სტანდარტულია საქონლისათვის.

როდესაც საქონელი ექვემდებარება დანართით 3-1 (წარმოშობის სპეციფიკური წესები) დადგენილ სატარიფო კლასიფიკაციაში ცვლილების კრიტერიუმს, პირველ პუნქტში მითითებული აქსესუარები, სათადარიგო ნაწილები და ინსტრუმენტები უგულებელყოფილი უნდა იქნეს საქონლის წარმოშობის განსაზღვრისას.

როდესაც საქონელი ექვემდებარება რეგიონალური ღირებულების მინიმალურ მოთხოვნას, მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული პირველ პუნქტში მითითებული აქსესუარების, სათადარიგო ნაწილებისა და ინსტრუმენტების, როგორც წარმოშობის მქონე მასალების ან წარმოშობის სტატუსის არმქონე მასალების ღირებულება, შესაბამის შემთხვევაში საქონლის რეგიონალური ღირებულების მინიმალური მოთხოვნის გამოთვლისა