იმის დადგენისას, საქონელი არის თუ არა წარმოშობის მქონე საქონელი, ნებისმიერი ნეიტრალური ელემენტი, როგორც ეს განსაზღვრულია მე-2 პუნქტში, უგულებელყოფილი უნდა იქნეს.

ნეიტრალური ელემენტი ნიშნავს საქონელს, რომელიც გამოიყენება სხვა საქონლის წარმოებისათვის, შემოწმებისა და ინსპექტირებისათვის, მაგრამ თავად არ არის ფიზიკურად შერეული ამ საქონელში, მათ შორის:

საწვავი, ენერგია, კატალიზატორები და გამხსნელი ნივთიერებები;

მოწყობილობა, ხელსაწყოები და დანადგარები, რომლებიც გამოიყენება საქონლის შემოწმების ან ინსპექტირებისათვის;

ხელთათმანები, სათვალეები, ფეხსაცმელები, ტანსაცმელები, უსაფრთხოების მოწყობილობები და ხელსაწყოები;

ინსტრუმენტები, შტამპები და ყალიბები;

სათადარიგო ნაწილები და მასალები, რომლებიც გამოიყენება მოწყობილობებისა და შენობების ექსპლუატაციისათვის;

საპოხი მასალა, საცხი, შემადგენელი ნაწილები და სხვა მასალები, რომლებიც გამოიყენება წარმოებაში ან გამოიყენება მოწყობილობებისა და შენობების მუშაობისათვის; და

ნებისმიერი სხვა საქონელი, რომელიც არ შედის საქონელში, მაგრამ რომლის გამოყენება საქონლის საწარმოებლად დასაბუთებულად ჩანს, რომ არის ამ წარმოების ნაწილ