1. იმის დადგენისას საქონელი არის თუ არა წარმოშობის მქონე საქონელი, ნებისმიერი ნეიტრალური ელემენტი, როგორც ეს განსაზღვრულია მე-2 პუნქტში, უგულებელყოფილ უნდა იქნეს.

2. ნეიტრალური ელემენტი ნიშნავს საქონელს, რომელიც გამოიყენება სხვა საქონლის წარმოებისათვის, შემოწმებისა და ინსპექტირებისათვის, მაგრამ თავად არ არის ფიზიკურად შერეული ამ საქონელში, მათ შორის:

(a) საწვავი, ენერგია, კატალიზატორები და გამხსნელი ნივთიერებები;

(b) მოწყობილობა, ხელსაწყოები და დანადგარები, რომლებიც გამოიყენება საქონლის შემოწმების ან ინსპექტირებისათვის;

(c) ხელთათმანები, სათვალეები, ფეხსაცმელები, ტანსაცმელები, უსაფრთხოების მოწყობილობები და ხელსაწყოები;

(d) ინსტრუმენტები, შტამპები და ყალიბები;

(e) სათადარიგო ნაწილები და მასალები, რომლებიც გამოიყენება მოწყობილობებისა და შენობების ექსპლუატაციისათვის;

(f) საპოხი მასალა, საცხი, შემადგენელი ნაწილები და სხვა მასალები, რომლებიც გამოიყენება წარმოებაში ან გამოიყენება მოწყობილობებისა და შენობების მუშაობისათვის;

(g) ნებისმიერი სხვა საქონელი, რომელიც არ შედის საქონელში, მაგრამ რომლის გამოყენება საქონლის საწარმოებლად დასაბუთებულად ჩანს, რომ არის ამ წარმოების ნაწილ