1. წინამდებარე შეთანხმების შესაბამისად, პრეფერენციული სატარიფო რეჟიმი უნდა მიეცეს მხოლოდ წარმოშობის მქონე პროდუქტებს, რომელთა ტრანსპორტირებაც ხდება პირდაპირ მხარეთა შორის.
2. პირველი პუნქტის მიუხედავად, საქონელი, რომლის ტრანსპორტირებაც მოიცავს ერთი ან მეტი არახელშემკვრელი ქვეყნის ტერიტორიაზე ტრანზიტს, ამ არახელშემკვრელი მხარეების ტერიტორიაზე გადაზიდვებით ან სამ თვემდე შენახვით ან აღნიშნულის გარეშე, მიჩნეული უნდა იქნეს, როგორც მხარეთა შორის პირდაპირ ტრანსპორტირებულად, იმ პირობით, თუ:
(a) საქონლის ტრანზიტული შესვლა გამართლებულია გეოპოლიტიკური მიზეზით ან ექსკლუზიურად სატრანსპორტო მოთხოვნების გათვალისწინებით;
(b) არ გაუვლია რაიმე სხვა ოპერაცია, გარდა გადმოტვირთვისა და ხელახალი დატვირთვისა, ან სხვა რომელიმე ოპერაცია, რომელიც საჭიროა მათი ვარგისიანობის შენარჩუნებისთვის; და
(c) საქონელი დარჩება საბაჟო კონტროლის ქვეშ ან არახელშემკვრელი მხარეების ტერიტორიებზე ტრანზიტის განმავლობაში.
3. მე-2 პუნქტით დადგენილი მოთხოვნების დაცვა დადასტურებული უნდა იქნეს იმპორტიორი მხარის საბაჟო ორგანოებისათვის არახელშემკვრელი მხარეების საბაჟო დოკუმენტების, ან იმპორტიორი მხარის საბაჟო ორგანოების მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად ნებისმიერი სხვა დოკუმენტების წარდგენით.
ნაწილი 2. წარმოშობის განხორციელების პროცედურე