თუ სხვა რამ არ არის გათვალისწინებული წინამდებარე თავით, იმპორტიორმა, რომელიც ითხოვს პრეფერენციულ სატარიფო რეჟიმს, უნდა:
(a) მიუთითოს საბაჟო დეკლარაციაში, რომ საქონელი კვალიფიცირებულია, როგორც წარმოშობის მქონე საქონელი;
(b) ფლობდეს მოქმედ წარმოშობის სერტიფიკატს (a) ქვეპუნქტში მითითებული იმპორტის საბაჟო დეკლარაციის გაკეთებისას; და
(c) იმპორტიორი მხარის საბაჟო ადმინისტრაციის მოთხოვნისას წარადგინოს მოქმედი წარმოშობის სერტიფიკატი და საქონლის იმპორტთან დაკავშირებული სხვა დოკუმენტალური მტკიცებულებ