1. წარმოშობის სერტიფიკატი, როგორც ეს დადგენილია II-B დანართით, გაცემული უნდა იქნეს მხარის უფლებამოსილი ორგანოების მიერ (საქართველოს შემთხვევაში - საბაჟო ადმინისტრაცია; ჩინეთის შემთხვევაში –
შესვლისა და გასვლის ინსპექტირებისა და კარანტინების ორგანიზაციები, რომლებიც ანგარიშვალდებულნი არიან ხარისხის ზედამხედველობის გენარალურ ადმინისტრაციასთან, ინსპექტირების და კარანტინის და ჩინეთის საერთაშორისო ვაჭრობის ხელშეწყობის საბჭროსთან და მის რეგიონალურ ქვესაბჭოებთან. ექსპორტიორის ან მწარმოებლის მოთხოვნით, იმ პირობით, რომ საქონელი შეიძლება მიჩნეულ იქნეს, როგორც ამ მხარის წარმოშობის მქონედ, რომელზედაც ვრცელდება ამ თავის დებულებები.
2. წარმოშობის სერტიფიკატი უნდა:
(a) შეიცავდეს სერტიფიკატის უნიკალურ ნომერს;
(b) მოიცავდეს ერთ ან მეტ საქონელს ერთი საქონლის პარტიაში;
(c) მიეთითოს რის საფუძველზე მიიჩნევა საქონელი ამ თავის მიზნებისათვის კვალიფიცირებულად, როგორც წარმოშობის სტატუსის მქონე;
(d) შეიცავდეს უსაფრთხოების მახასიათებლებს, როგორიცაა ხელმოწერების ან შტამპების ნიმუშები, ექპორტიორი მხარის მიერ იმპორტიორი მხარის რეკომენდაციიდან გამომდინარე; და
(e) შესრულებულ იქნეს ინგლისურ ენაზე.
3. წარმოშობის სერტიფიკატი გაიცემა გადაზიდვამდე ან გადაზიდვის დროს. იგი ძალაშია ექსპორტიორი მხარის ტერიტორიაზე გაცემის თარიღიდან 1 წლის განმავლობაში.
4. თითოეული მხარე ატყობინებს მეორე მეორე მხარის საბაჟო ორგანოებს თითოეული უფლებამოსილი ორგანოს სახელს, ასევე შესაბამის საკონტაქტო მონაცემებს და აწვდის თითოეული უფლებამოსილი ორგანოს მიერ გამოყენებული შესაბამისი ფორმებისა და დოკუმენტების ნებისმიერ უსაფრთხოების მახასიათებლებს, ამ ორგანოს მიერ რაიმე სერტიფიკატის გაცემამდე. ზემოხსენებულ ინფორმაციაში ნებისმიერი ცვლილების თაობაზე დაუყოვნებლივ ეცნობება მეორე მხარის საბაჟო ორგანოს.
5. წარმოშობის სერტიფიკატი შეიძლება გაცემულ იქნეს რეტროსპექტულად ერთი წლის განმავლობაში გადაგზავნის თარიღიდან და უნდა ფლობდეს წარწერას „გაცემულია რეტროსპექტულად“ და ძალაში დარჩეს გადაგზავნიდან ერთი წლის განმავლობაში, თუ:
(a) იგი არ იქნა გაცემული გადაზიდვამდე ან გადაზიდვის დროს ფორსმაჟორული გარემოებების, უნებლიე შეცდომების, ხარვეზის ან სხვა საკმარისი მიზეზების გამო; ან
(b) აღნიშნული მოთხოვნილ იქნა იმპორტიორი ქვეყნის საბაჟო ორგანოს მიერ, სადაც გაცემულ იქნა წარმოშობის სერტიფიკატი მაგრამ არ იქნა მიღებული იმპორტის დროს.
6. წარმოშობის სერტიფიკატის მოპარვის, დაკარგვის ან შემთხვევითი განადგურების შემთხვევაში ექსპორტიორმა ან მწარმოებელმა შეიძლება წერილობით მიმართოს ექსპორტიორი ქვეყნის უფლებამოსილ ორგანოს გასცეს დამოწმებული ასლი, იმ პირობით, რომ მანამდე გაცემული დოკუმენტის ორიგინალი დადასტურებულ იქნა, რომ არ იყო გამოყენებული. დამოწმებული ასლზე უნდა იყოს წარწერა „ორიგინალი წარმოშობის სერტიფიკატის, ნომერი -------, თარიღი---------, დამოწმებული ასლი“. დამოწმებული ასლი ძალაშია ორიგინალი წარმოშობის სერტიფიკატის მოქმედების ვადის განმავლობაშ